საქართველოში პირველად, ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ადგილობრივ და საერთაშორისო სიახლეებს, ფინანსურ რჩევებსა და ანალიტიკას.
ჟურნალის მიზანია, ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ არა წარსულის ისტორიებს, არამედ ანალიზსა და პროგნოზირებას, როგორც მიმდინარე, ასევე - მომავალი პოტენციური ცვლილების შესახებ. ჟურნალი მოიცავს შემდეგ ბაზრებს: საფონდო ბირჟა; სავალუტო ბაზარი; კრიპტო ბაზარი.
" ჟურნალი მოიცავს მთავარ მიმართულებას, რითაც ფინანსური ბაზარი დომინირებს, მაგალითად, ნოემბრის თვეში გვაქვს რუბრიკა, Top სამი გამორჩეული კომპანია, რომელზეც ჩატარებულია ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზი, მკითხველი ნახავს ასევე, სავალუტო ბაზრის მიმოხილვას, გაეცნობა კრიპტობაზრის ანალიზს და მასზე ჩატარებულ კვლევებს. რუბრიკაში - IPO კომპანიების ანალიზი, კი იხილავს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში ნიუ- იორკის საფონდო ბირჟაზე მოხვდებიან,"- აღნიშნავს ჟურნალის დამფუძნებელი რატი ქირია.
ჟურნალი გარკვეულ როლს ითამაშებს საქართველოში არსებული სტარტაპების პოპულარიზაციაზეც. მათ შესახებ მკითხველი რუბრიკაში - "ბიზნეს ისტორიები" შეიტყობს.
" ჩვენც სწორედ ასეთი მხარდაჭერით ვიზრდებით და მოხარული ვიქნებით, თუ ქართული სტარტაპერები დაგვიკავშირდებიან, რათა მათზე ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიების მხარდაჭერა საქართველოში, სადაც შეიძლება ბიზნესგარემო ნორმალურია, მაგრამ ფინანსური კუთხით ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგან არ გვაქვს ფინანსური ბაზარი. ჩვენი მოტივი არის სწორედ ახალი თაობისთვის ისეთი ინფორმაციის გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართული ფინანსური ბაზარი ფეხზე დადგეს, რადგან ფინანსური ბაზრის არქონა მოქმედებს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც,"- აღნიშნავს რატი ქირია.
ჟურნალი უკვე ხელმისაწვდომია უფასოდ საიტზე - BBJ.ge, ასევე, სოციალურ ქსელში. დეკემბერში კი მიზნობრივი აუდიტორია უკვე მის ბეჭდური ვერსიას იხილავს, რომელიც უფასოდ გაეგზავნებათ უნივერსიტეტებს, ასევე კომპანიებს.