ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/02/2022
რატომ უნდა ვითანამშრომლოთ პიარ სააგენტოებთან?

დღეს, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება, ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა და დადებითი იმიჯის ფორმირება ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია წარმატების მისაღწევად თუ ცნობადობის გასაზრდელად. აღნიშნულის მიღწევა კი სწორედ პიარ სპეციალისტების დახმარებითაა შესაძლებელი. თუმცა ამ დროს შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ნამდვილად გვჭირდება თუ არა პიარ სააგენტოებთან თანამშრომლობა? იქნებ შეგვიძლია, რომ თავად გავუმკლავდეთ ზემოაღნიშნულ გამოწვევებს?

,,ფაბლისითი ჯგუფი" გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რა სარგებელი მოაქვს სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოების დაქირავებას:


1.    პიარ ორგანიზაციები მედიასთან ეფექტურად ურთიერთობაში გვეხმარება


წაგიკითხავთ ძალიან საინტერესო სტატია ან გინახავთ ისეთი სიუჟეტი, რომელმაც ამა თუ იმ კომპანიის მიმართ დადებითად განგაწყოთ? ეს ყოველივე სათქმელის სწორად მიწოდებისა და გაშუქების დამსახურებაა. მედიაში გავრცელებული მასალა ფართო აუდიტორიამდე ადვილად აღწევს და უფასო პრომოციის საუკეთესო გზაა, თუმცა რამდენად გააშუქებენ მედიასაშუალებები ყოველივეს ისე, როგორც ეს ჩვენ თავად გვსურს? მათი მოვალეობა ხომ უბრალოდ ამბის მოყოლაა და არა თქვენი რეკლამირება? სწორედ ამ ეტაპზე ერთვებიან პიარ სპეციალისტები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ იურთიერთონ მედიის წარმომადგენლებთან, როგორ დაამყარონ მათთან საერთო ენა და როგორ მიიტანონ თქვენი სათქმელი სწორად. ისინი კომპანიებისა და მედიასაშუალებების ერთგვარ დამაკავშირდებელ ხიდადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.


2.    PR ფირმების მეშვეობით სწორი საკომუნიკაციო ტონის შერჩევა ბევრად უფრო მარტივია


PR სპეციალისტებმა ზუსტად იციან, თუ როგორ ესაუბრონ ფართო სამიზნე აუდიტორიას. მათ ამის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. თუკი პრობლემა იჩენს თავს, მათ ისიც იციან, როგორ მოახდინონ მყისიერი რეაგირება და როგორ დაეხმარონ კომპანიას კრიზისთან გამკლავებაში. ხშირად ბრენდების მხრიდან დაშვებული შეცდომების გამოსწორების მცდელობა არაეფექტური ან ზოგ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგის მომტანიც კია. პიარ ექსპერტებს კი მოსალოდნელი შეცდომების წინასწარ პროგნოზირება, საჭიროების შემთხვევაში კი უსიამოვნებების მარტივად თავიდან აცილება შეუძლიათ, რაც ბრენდის რეპუტაციის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნაბიჯია.


3.    ერთდროულად მრავალი არხის ათვისების შესაძლებლობა


დღეს კომპანიების არსებობა თითქმის წარმოუდგენელია ციფრული არხების არსებობის გარეშე. ციფრული მარკეტინგი ბრენდის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. თუმცა ყველა ციფრული მედია პლატფორმის გამოყენება სულაც არ არის წარმატების გარანტი. საჭიროა, ამ პლატფორმების შესაძლებლობების კარგად ცოდნა და აუდიტორიაზე სწორად მორგება. სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტებს კი ამ საკითხის გადაჭრაც მარტივად შეუძლიათ. ისინი ციფრულ მედია არხებს ძალიან კარგად იცნობენ და ამ არხებზე აუდიტორიასთან ორმხრივ კომუნიკაციასა და თქვენი ბიუჯეტის სწორად განაწილებაშიც დაგეხმარებიან.


4.    გარე ძალები ფირმის არაეფექტურ მუშაობას უფრო ადვილად შეამჩნევენ


კომპანიის ლიდერებს ხშირად იმდენი საქმე აქვთ ერთდროულად მოსაგვარებელი, რომ  დეტალებზე ყურადღების გამახვილება უჭირთ და კომუნიკაციის მხრივ სხვადასხვა ტიპის მცირე თუ უფრო დიდი ხარვეზები შეუმჩნეველი რჩებათ. ან გარე კომუნიკაციებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, რაც მათ წარმატების მიღწევაში ძალიან უშლით ხელს. ამან კი შედეგად შესაძლოა ბრენდს გრძელვადიან პერსპექტივაში წარუმატებლობა მოუტანონ. მაშინ, როდესაც PR ექსპერტები მოვლენებს უფრო გარედან უყურებენ და დეტალებზე მუდმივად ორიენტირებულები არიან, შესაბამისად, ისინი უფრო მასშტაბურ სურათს ხედავენ და ნაკლებ შეცდომებს უშვებენ. კომუნიკაცია კი მათი ძლიერი მხარეა, ამიტომაც ერთდროულად სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია (როგორც მომხმარებლებთან, ასევე, სხვა მხარეებთან) მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.


5.    თანმიმდევრული ნაბიჯების მეშვეობით ბრენდის ცნობადობის შენარჩუნება


თვით უმსხვილესი და ყველასთვის ცნობილი კომპანიების არსებობაც კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუკი მათ ჩათვალეს, რომ უკვე საკმაო პოპულარობას და სანდოობას მიაღწიეს და ცნობადობაზე ზრუნვა აღარ სჭირდებათ. სინამდვილეში, საჭიროა, პიარ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, რათა ფირმამ მომხმარებელი მომავალშიც შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწრაფად მზარდ კონკურენციის პირობებში კონკურენტი კომპანიები ადვილად შეძლებენ მომხმარებლის გონებაში თქვენი ადგილის დაკავებას.


სწორად გაწერილი PR  სტრატეგია მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომელიც მრავალმხრივ კომუნიკაციას გულისხმობს. იგი მოითხოვს სიახლეებსა და გამოწვევებზე მუდმივად თვალის დევნებას და ამის შესაბამისად, აუდიტორიასთან რელევანტურ კომუნიკაციას. ყველაზე ცნობილი ბრენდებიც კი აქტიურად ზრუნავენ, რათა მომხმარებლის მეხსიერებასა და გონებაში დაკავებული ადგილი შეინარჩუნონ, რაშიც, ასევე, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული პიარ სპეციალისტების როლი განუზომელია.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 476

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები