ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
01/11/2024
საქართველოს კარიტასი მოწყვლადი მოსახლეობისთვის გაწეული ქველმოქმედების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

თბილისი, საქართველო - საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი 30 წლის იუბილეს განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დაუცველი მოსახლეობისათვის გაწეულ დაუღალავ მსახურებას ეძღვნება. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კარიტასის პარტნიორები, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და სხვა გამორჩეული სტუმრები, მათ შორის კარიტას ინტერნაციონალის-ის გენერალური მდივანი ალისტერ დატონი და კარიტას ევროპის პრეზიდენტი მაიკლ ლანდაუ.

ღონისძიებას დაესწრებიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, იაპონიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიისა და წმინდა საყდრის ელჩები საქართველოში, რათა განიხილონ მათ მიერ ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული მხარდაჭერა.
30 წლის საიუბილეო შეხვედრა მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას საქართველოს კარიტასის, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციის სასიცოცხლო როლს, რათა აღიარებული იყოს, არა როგორც უცხოური გავლენის მქონე, არამედ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო დახმარების მიმწოდებელი და საზოგადოებაში ღრმად ინტეგრირეგული ორგანიზაცია. მოწყვლადი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობიერება აძლიერებს საქართველოს კარიტასის მიერ დიდი სიყვარულით და ზრუნვით გაწეული დახმარების ეფექტურობას.



ღონისძიება მოიცავს სამნაწილიან პროგრამას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს კარიტასის მისიას მომსახურების, თანაგრძნობისა და თემის გაძლიერების კუთხით:
10:00 - მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე "დადებითი გავლენის გაზრდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით". დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კარიტასის საერთაშორისო პარტნიორები, დონორები, ელჩები და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განიხილონ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გადამწყვეტი როლი მდგრადი, თემზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობაში, რომელიც ეფუძნება ქართული კულტურის ღრმა ცოდნას.



13:30 - Caritas Talks, ინოვაციური ფორმატი, სადაც საქართველოს კარიტასის საქველმოქმედო პროექტების ბენეფიციარები გაგვიზიარებენ პირად ისტორიებს, გამოცდილებასა და შეხედულებებს თემაზე: „კარიტასი სიყვარულია, სიყვარული მარადიულია." ეს გულწრფელი საუბრები გვიჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა კარიტასმა მათ ცხოვრებაზე სიყვარულითა და მხარდაჭერით, დაეხმარა მათ გამოწვევების გადალახვაში და გააძლიერა ისინი ცხოვრებისეული გარემოებების ცვლილებებითვის. ისინი ისაუბრებენ მომავლის იმედზე და მათ შთაგონებაზე, გასცენ და მხარი დაუჭირონ სხვებს, გააგრძელონ სიყვარულისა და მხარდაჭერის ციკლი.
15:30 - საზეიმო შეკრება და დასკვნითი გამოსვლები. ეს სესია ეძღვნება და აღიარებს ყველას ფასდაუდებელ წვლილს, ვინც ჩართული იყო საქართველოს კარიტასის 30 წლიან მოგზაურობაში.



საქართველოს კარიტასი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1994 წელს დააფუძნა საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ, როგორც საერთაშორისო კარიტასის ქსელის ნაწილი. მისი მისიაა მხარი დაუჭიროს მოწყვლად თემებს საქართველოში, მათ შორის ხანდაზმულებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ბავშვებს, შშმ პირებსა და სხვა საჭიროების მქონე ადამიანებს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას, ჯანდაცვას, განათლებასა და გადაუდებელ დახმარებას, რითაც ხელს უწყობს ღირსებისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას. საქართველოს კარიტასი მუშაობს ადგილობრივი პროგრამებისა და პარტნიორობის მეშვეობით, რათა შექმნას მდგრადი, გრძელვადიანი გავლენა მოწყვლადი ადამიანების ცხოვრებაზე.


 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მანანა ყუბანეიშვილი, მედიასთან ურთიერთობის კონსულტანტი
ტელ: +995 599 43 10 77, ელ.ფოსტა: manana.kubaneishvili@gmail.com
გვანცა გახოკიძე, საქართველოს კარიტასის კომუნიკაციებისა და ფონდების მოძიების მენეჯერი
ტელ: +995 597 73 87 01, ელ.ფოსტა: gvantsa.gakhokidze@caritas.ge


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 249