ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/02/2023
საქველმოქმედო გალა-კონცერტი ბავშვების და ხანდაზმულების დასახმარებლად

2023 წლის 23 თებერვალს, 17:00 სთ-ზე, საქართველოს კარიტასისა და ვატიკანის საელჩოს ორგანიზებით სამხატვრო აკადემიის სააქტო დარბაზში (თბილისი, ა. გრიბოედოვის ქ. 22) საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე საქართველოს კარიტასის კეთილი ნების ელჩები, ქართველი მუსიკოსები სოფიო გორდელაძე და ნათია ბერაია, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოში მოქმედი საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქველმოქმედო კონცერტის დასრულების შემდგომ, საელჩოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შემოწირულობის გაღების შესაძლებლობა ექნებათ.


საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება ბავშვების და ახალგაზრდების დაცვისა და განვითარების, ხანდაზმულების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამებს, რომელსაც საქართველოს კარიტასი მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს საქართველოში.


მოწვეულ სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ საბა შენგელიას ფოტოგამოფენა, სახელწოდებით: „The Faces that we Love", გაეცნონ კარიტასის ბენეფიციარების ისტორიებს, მოინახულონ XIX საუკუნის სასახლის ახლად რესტავრირებული დარბაზები, სადაც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მდებარეობს.


საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი დაფუძნდა საქართველოში 1994 წელს და დღემდე აქტიურად ახორციელებს თავის საქმიანობას თავისი პროექტების და პროგრამების მეშვეობით, რათა დაეხმაროს მოწყვლად ადამიანებს - მარტოხელა მოხუცებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, უსახლკარო ადამიანებს, შშმ-პირებს, შინ მოვლის მწოლიარე პაციენტებს - მათზე ყოველდღიური ზრუნვით და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მეშვეობით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
• მანანა ყუბანეიშვილი, მედიასთან ურთიერთობის კონსულტანტი, მობ: 599431077, ელ. ფოსტა: manana.kubaneishvili@gmail.com
• ლუკა კიმერიძე, ფონდების მოძიებისა და კომუნიკაციის მენეჯერი, საქართველოს კარიტასი მობ: 595 507 942, ელ. ფოსტა: luka.kimeridze@caritas.ge


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1575

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები