ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/12/2024
სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სამცხე-ჯავახეთის სახლმწიფო უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, მიმდინარე სასწავლო წლიდან დაემატა სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების მოდული: „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების პედაგოგებისთვის" ფარგლებში.

სასწავლო პროგრამა დაეხმარება მომავალ მასწავლებლებს, ხელი შეუწყონ პოზიტიური ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას სკოლებში. სტუდენტები ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიც არის: ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა, ემოციების მართვა, ურთიერთობები, თვითშემეცნება, ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესთან გამკვლავება, მოზარდობის და ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები და სხვა. სწავლება მიმდინარეობს ლექცია-სემინარების, ინტერაქციული აქტივობების, როლური თამაშების და დისკუსიების ფორმით.


"აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა ჩართულობა სასწავლო პროცესში საკმაოდ მაღალია. თითოეული ლექციის ჩატარებისას ვგრძნობთ ახალგაზრდების ინტერესს და აქტიურობას, რაც ჩვენთვისაც დიდი მოტივაციაა.


გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად დროული, საჭირო და აუცილებელი სასწავლო კურსია, არა მარტო მომავალი მასწავლებლებისთვის, არამედ ყველა პიროვნებისთვის, რამეთუ სოციალური და ემოციური უნარები ეხმარება ადამიანს, მიიღოს გადაწყვეტილება, მართოს ემოციური სტრესი, შეძლოს რთული ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება, დაამყაროს პოზიტიური ურთიერთობები გარეშემომყოფებთან და იყოს საზოგადოების ღირსეული წევრი.


დიდი მადლობა, პროექტის ხელმძღვანელს, პროფესორ სიმონ სურგულაძეს და მთელ გუნდს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროგრამის განხორციელებაში, გაგვიზიარეს ცოდნა და ძალიან საინტერესო გამოცდილება.


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს, მე სიკეთის ფონდს ვეძახი, დიდი მადლობა მათ კიდევ ერთი პროექტის მხარდაჭერისთვის, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, საზოგადოების განათლებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის."-გულიკო ბექაური, ფსიქოლოგიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 174