ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
01/10/2022
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“ - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

განათლებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ უნარი უკეთესობისაკენ შეცვალონ გარემო, სოციალური მდგომარეობა, თუ დამოკიდებულებები მთელი რიგი საკითხების მიმართ. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის წლევანდელი საკონკურსო თემა მწვანე ეკონომიკაასამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაზე, მათ შორის მწვანე ეკონომიკის მოდელზე. მნიშვნელოვანია, რესურსებზე ზეწოლა შემცირდეს, ხოლო განახლებადი რესურსების გამოყენება გაიზარდოს,”-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022- ის გამარჯვებული აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა გახდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულია ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა. სკოლის ეკოკლუბის მომხსენებლები ერთი დღით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გახდებიან.


კონკურსის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოავლინა „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი მასწავლებელი - ნონა ტოკლიკიშვილი, დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლიდან. ასევე, სპეციალურ ნომინაციაში - „წლის ეკო-სპიკერი“ დაასახელა - ანიტა ლაზიშვილი, ალამბრის საჯარო სკოლიდან.


ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული ეშტიის საჯარო სკოლა გახდა. სააგენტომ ეშტიის სკოლის ეკოკლუბს ტელესკოპი გადასცა.


ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 32 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა, ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს, ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები  წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - ეკოკლუბების კონკურსია და მისი მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. 2022 წელს კონკურსში 400-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა.


ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ხორციელდება, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის  ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თომას მიულმანი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი,  გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ესწრებოდნენ.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2928