ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/06/2022
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
GPF სტიპენდიანტებისთვის მიღება გაიმართა

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა SDSU-ს სტუდენტებს, უნივერსიტეტის პრეზიდენტს ადელა დე ლა ტორესს, დეკანს ჰალილ გუვენს და ათასწლეულის ფონდის დირექტორს მაგდა მაღრაძეს უმასპინძლა.


საზეიმო მიღებაზე ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდის სტიპენდიანტებს იმ შედეგებისთვის და წარმატებული სწავლისთვის, რაც ახალგაზრდებმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოიჩინეს. 


წელს SDSU-ს უნივერსიტეტში 9 ფონდის სტიპენდიანტმა დაასრულა განათლების მიღება და მათი დიდი ნაწილი სწავლას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს. კურსდამთავრებულთა უმეტესობა დასაქმებულია, ხოლო ნაწილი საქმიანობის გაგრძელებას საქართველოში გეგმავს.


2018 წლიდან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ 14 წარმატებული სტუდენტი ფინანსდება. 5 მათგანი SDSU-ში სწავლას მომავალ წელს დაასრულებს.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1941