ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
03/06/2022
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიება

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 2022 წლის 7 ივნისს, 14:00 საათზე მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე, მისამართი - თბილისი, წერეთლის 118, ექსპო-ჯორჯიას მესამე საგამოფენო პავილიონი.

USAID-ის სამოქალაქო განათლების ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა 650 სკოლასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას და კერძო სექტორის დაკავშირებას სკოლებთან.


ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. გაიმართება პანელური დისკუსია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International - საქართველო-ს მიერ, აშშ საერთაშორიო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


ნათია ნაცვლიშვილი
პროგრამის დირექტორის მოადგილე,
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
PH International - საქართველო
მობილური: +995 577 555 102, ელ.ფოსტა: natia.natsvlishvili@ph-int.org



თამარ ფრუიძე
პარტნიორული ქსელის მენეჯერი,
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
PH International - საქართველო
მობილური: +995 599 537595, ელ.ფოსტა: tamuna.pruidze@ph-int.org


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 167