ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
03/11/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართა
გასულ კვირას ქ. ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და საარსებო წყაროების გაძლიერება გახლდათ.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს რეგიონში მოქმედმა 15 კომპანია / ორგანიზაციამ და, ასევე, სამუშაოს მაძიებელმა 45 პირმა. დასაქმების ფესტივალზე მონაწილე ორგანიზაციებმა 38 ვაკანსია შესთავაზეს დასაქმების მაძიებლებს. მათ შორის - მოლარე, ოპერატორი, კონსულტანტი, მზარეული, ბარმენი, მიმტანი, ადმინისტრატორი, მცხობელი, სოციალური მედიის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, კურიერი, ვეტერინარი, დიზაინერი, დეკორატორი და სხვა.
• ნაპოლეონ მილორავა, აღმასრულებელი დირექტორი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“
„დღეს ჩენ გვაქვს დასაქმების ფესტივალი. ჩვენს პროექტს, რომელშიც ჩართულია აფხაზური მხარე, ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაზა და, დღევანდელი დასაქმების ფესტივალი არის დამაგვირგვინებელი ღონისძიება. დღეს აქ წარმოდგენილები არიან კერძო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც გამოტანილი აქვთ ვაკანსიები და, ასევე, წარმოდგენილნი არიან ამ ვაკანსიების დაკავების პრეტენდენტები, დევნილები და ადგილობრივი თემის წევრები. სამუშაოს მაძიებელთათვის ეს არის ახალი შანსი. ჩვენთვის, ორგანიზატორებისათვის, კი არის შედეგი იმისა, რომ კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეიქმნა თანამშრომლობის პრეცენდენტი და გამოცდილება, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს დევნილებისა და მოწყვლადი ჯგუფების საარსებო წყაროების განვითარებას“.
• სოფია ხარჩილავა, დიზაინის სახლი „სონია ხარჩი“ და რესტორიანი „სოფიასთან“
„ღონისძიებაზე წარმოვადგენთ ორ ორგანიზაციას, დიზაინის სახლი „სონია ხარჩი“ და რესტორიანი „სოფიასთან“. იცით რა არის ყველაზე კარგი? ის რომ ფესტივალი ტარდება სამეგრელოში დღეს. დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს როგორც ჩვენ, ისე ადამიანებს რომლებსაც სურთ რომ მუშაობდნენ. ვგრძნობ და მჯერა, რომ ფესტივალი არის პლატფორმა ჩვენთვის და ადამიანებისათვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს. კარგია, რომ სამეგრელოში ჩატარდა ფესტივალი და ვიმედოვნებ რომ, ხშირად გვექნება ასეთი ფესტივალები. ბედნიერებაა ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ სოციალური მდგომარეობა და ვითარება, კერძოდ სამეგრელოში, გამოსწორდეს.“
• ასმათ კუჭავა, სამუშაოს მაძიებებლი
„დღეს მოვედი დასაქმების ფესტივალზე. სხვადასხვა პროფესიის განათლება მაქვს და ვეძებ განსხვავებულ, ჩემთვის საინტერესო იდეებს. მომეწონა ბევრი აქ წარმოდგენილი ორგანიზაცია, მოვძებნე საინტერესო შემოთავაზებები და იმედი მაქვს დავსაქმდები. ადრე ვიყავი დასაქმებული, მაგრამ ახლა ისევ ვეძებ სამსახურს. ასეთი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და, ალბათ, ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებსაც არა აქვთ სამსახური და უნდათ დასაქმდნენ. მოხარული ვიქნებით თუ მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ფესტივალები. ყველას ვუსურვებ წარმატებებს.“
წინასწარი მონაცემებით, უკვე დასაქმდა 20-მდე მონაწილე. დასაქმების პროცესი გრძელდება და პირველი შედეგები უკვე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ASB საქართველო (ASB Georgia). ღონისძიება ჩატარდა პროექტის „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM).
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1352

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები