ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/05/2022
სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია" სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 10 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება. შედეგად, 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.
დამშრობ მასივზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 330