ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
28/07/2021
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
პროექტი “დებატები უკეთესი განათლებისთვის” წარმატებული სპიკერების და სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

27 ივლისსსასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დებატების ტურნირის საუკეთესო სპიკერების და ფინალისტების, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება, რომელიც პანდემიის გამო ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.


საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ: ეკატერინე დგებუაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დავით სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ კერვალიშვილი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, გაბრიელა მანისტა - პოლონეთის დებატების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე.

„მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს და რაც მთავარია მოსწავლეებს, მომავალ თაობას, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და წარმატებაა დამოკიდებული. მადლობა რომ გაბედე, არ დაიშურეშრომა და ძალისხმევა იმისათვის, რომ ამ წარმატებისთვის მიეღწიათ.  საქმისადმი ასეთი სიყვარულით, აქტიური სწავლით, არგუმეტებით, საღი მსჯელობით, საქმის ცოდნით შეძლებენ ბევრად უკეთესი გახადოჩვენი ქვეყანა“ - აღნიშნა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა გამარჯვებული გუნდის დაჯილდოებისას.

„მიხარია, რომ დღეს ჩვენ შევძელით დაგვეჯილდოებინა ამ აქტივობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ტურნირის გამარჯვებულები. ესენი იყვნენ მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც, სტუდენტებიც. ჩვენ ასევე გამოვყავით და დავაჯილდოვეთ ყველაზე წარმატებული სკოლებიც და ძალიან მიხარია, რომ პანდემიამ არანაირი დაბრკოლება არ გააჩინა იმისათვის, რომ წარმატებულად შეგვესრულებინა ჩვენი მისია“ - ღონისძიებაზე პროექტი შეაჯამა და მის მიღწევებზე ისაუბრა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა და ტურნირის ორგანიზატორმა, თინათინ ცერცვაძემ.

მონაწილეებს მიულოცეს და პროექტის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა. სერტიფიცირების ცერემონიას აგრეთვე დაესწრო პოლონეთის დებატების ფონდის გამგეობის წევრი გაბრიელა მანისტა.


„დებატები მუზეუმში“ მასშტაბურ დებატების ტურნირს და საჯარო დებატებს მოიცავდა, რომლებიც საქართველოს 6 რეგიონის 10 სხვადასხვა მუზეუმში, ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ტურნირში 500-მდე მონაწილე მთელი ქვეყნიდან ჩაერთო.


„დებატები მუზეუმში“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ პროექტ - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება Visegrad Fund-ის პროექტის “დებატები მუზეუმებში” მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 479
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge