ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/02/2022
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სტარტაპ პრე-აქსელერატორი

Impact Hub Tbilisi, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით იწყებს სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას.

პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებსაც ჰყავთ ძლიერი გუნდი, მზად აქვთ პირველადი MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე ჩამოყალიბებული იდეა და სამოქმედო გეგმა სტარტაპის წამოსაწყებად. პროგრამაში ჩაერთვება 20-მდე ადგილობრივი სტარტაპი, რომლებიც განაცხადების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.

პროგრამას გაუძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი პროფესიონალების გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში.


პრე-აქსელერატორი გრძელდება 2 თვეს და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:


1. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან


2. თემატური სამუშაო სესიები


3. ნეთვორქინგი - P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები


4. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (განსაზღვრული საათებით)


5. დემო დღე


პრეაქსელერაციის ფარგლებში სტარტაპები იმუშავებენ შემდეგ თემებზე:


- პროდუქტის განვითარება და მომხმარებლის სეგმენტაცია


- მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები


- ბიზნესმოდელი და ფინანსები


- ფიჩინგი და ფანდრაიზინგი


 


პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ:


- ფასეული შეთავაზება (value proposition)


- ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი


- ფინანსური გეგმა


- საკომუნიკაციო სტრატეგია


- ბაზარზე შესვლის სტრატეგია


- ფიჩდექი


- საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად


 


მნიშვნელოვანი თარიღები:


- 8 თებერვალი - 1 მარტი - განაცხადების მიღება


- 1 მარტი - 7 მარტი - მონაწილე სტარტაპების სელექცია


- 15 მარტი - 21 მაისი - პრეაქსელერაცია


- 21 მაისი - დემო დღე


 


დემო დღე


პრე-აქსელერატორის ბოლოს, მონაწილე სტარტაპები წარდგებიან დემო დღეზე, ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.


 

პროგრამის მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, Entrepreneurship Academy და ჰოლანდიის საელჩო, რომელიც პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ, Startup Fellowship Orange-ის ფარგლებში, საუკეთესო მონაწილეებს უზრუნველყოფს სამუშაო სივრცითა და დამატებითი კონსულტაციებით.


პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 1 მარტამდე. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://cutt.ly/Rkn90hz


 


 


საკონტაქტო ინფორმაცია:


ქეთევან ებანოიძე


577425611


tbilisi@impacthub.net


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 711