ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/01/2022
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მედია-ტურნირი ტექბოლში

2022 წლის 22 იანვარს თბილისში გაიმართება მედია-ტურნირი ტექბოლში. ეს იქნება, კოვიდ-აუთის შემდეგ პირველი მედია-ტურნირი, რომელსაც ჩვენი გუნდი, თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი ჩაატარებს.


 

ტექბოლის ტურნირის ორგანიზებაში გვეხმარება საქართველოს ტექბოლის ფედერაცია. ტურნირი, ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით ტარდება. მედია-შეჯიბრი ტექბოლში მიზნად კონკრეტული სფეროს პოპულარიზაციას ისახავს. ამას გარდა, მედია-ტურნირებით და მათ შორის, ტექბოლის შეჯიბრით, ჩვენ ქართული მედიის წარმომადგენელთა დაახლოება გვინდა. მთავარი მიზანი კი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. ამ საქმეში მედიას ყველაზე კარგი როლის შესრულება შეუძლია.


ტურნირში მონაწილეობენ სილქ ნეტის-ის ორი გუნდი, იმედი, მთავარი, ქომაგი.ჯი, გოლ.ჯი, ფორმულა, რადიო ენერჯი, სეტანტა ტვ, კრისტალსპორტი, ევრონიუსი, ასევე TSFF.ge-ს გუნდი და სხვა (კიდევ 4 გუნდი, რომელთა საბოლოო დასტურს ველით).


ტურნირის დებულების თანახმად, 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფში ყველა გუნდი შეხვდება ერთმანეთს. ჯგუფიდან 2 საუკეთესო კი მედლებისთვის განაგრძობს ასპარეზობას.


ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყველა გუნდს დაემატება პროფესიონალი ქალი ფეხბურთელი, რომელიც კონკრეტული მედიის წყვილთა თანრიგში ითამაშებს. ამ გზით, ჩვენ ქალი ფეხბურთელების პოპულარიზაციას ვისახავთ მიზნად.


გამარჯვებული გუნდი თასით, მედლებითა და 1000 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასულ გუნდს ვერცხლის მედლები და 800 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო მესამეადგილოსანს, ბრინჯაოს მედლები და 500 ლარიანი ვაუჩერი შეხვდებათ. გამოვლინდება 2 საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც 100-100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა (აღნიშნული ვაუჩერების განაღდება მფლობელებს შეეძლებათ, კონკრეტულ სპორტულ მაღაზიაში).


აქვე, ანონსის სახით გეტყვით, რომ 2022 წელს ჩვენი გუნდი, რომელიც 2004 წლიდან ქართული მედიისთვის სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებს მართავს, კოვიდ-ვითარების შესაბამისად, 2022 წელს კიდევ რამდენიმე მედია-ტურნირს ჩატარებას, ასევე, ტრადიციული პროექტების „სპორტფოტოსა" და თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 517