ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
03/01/2022
ახალი Georgia Tech იწყებს არსებობას: პერსპექტიულად ჟღერს

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი, რომელიც აქცენტს აკეთებს  STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) დისციპლინებზე, არის ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Georgia Institute of Technology). თუმცა, ახალი Georgia Tech” რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელწოდებითაა ცნობილი, იწყებს ოპერირებას საქართველოშირომელიც 9 სასაათო სარტყელით არის დაშორებული შეერთებული შტატების ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და რომელსაც  უწოდებენ „ევრაზიას“, რაღაც ევროპული ხასიათით, მაგრამ მდებარეობით და ბევრი აზიური ქვეყნების დამახასიათებელი თვისებებით. მე დავესწარი ახალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელების Zoom ვებინარს და აღვფრთოვანდი იმ აზრით, რომ ისინი ქმნიან პოტენციურად ახალი, უმაღლესი განათლების ოქროს ხანას ძველი საბჭოთა კავშირის ერთ პატარა ნაწილში.

ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ერთადერთმა მილიარდელმა ოლიგარქმა (Forbes-ის მიხედვით მისი ქონება შეადგენს $4.8 მილიარდს) და მისმა ფონდმა "ქართუმ" ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისათვის გაიღო დაახლოებით $1.2 მილიარდი, რომლის ძირითადი მიმართულებაც პირველ ეტაპზე იქნება სამეცნიერო სფეროები და ბიზნესის მენეჯმენტი, თუმცა სავარაუდოდ ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამებსაც შესთავაზებს სტუდენტებს. მაღალკვალიფიციური საექსპერტო დახმარების მისაღებად, უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და მისმა კოლეგებმა მოიწვიეს პროფ. ვოლფგანგ ჰერმანი, რომელიც 24 წლის განმავლობაში იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული პრეზიდენტი. აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ევროპის კონტინენტის 5 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში შედის. KIU ასევე მოიწვევს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რამოდენიმე პროფესორს პირველ ეტაპზე დახმარების მიზნით.


არსებულმა პანდემიამ მიმდინარე პროცესები დაამუხრუჭა, თუმცა მხოლოდ მცირედად. თავდაპირველად მოსალოდნელი 1000 სტუდენტის ნაცვლად, KIU ელის დაახლოებით 250 სტუდენტს, რათა დაიწყოს პირველი სასწავლო წელი. უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტები უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლებით და შერჩევითი მიღებით იმედოვნებს, რომ მოიზიდავს სტუდენტებს მრავალი ქვეყნიდან, რაც აუცილებლობას წარმოადგენს ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, დაახლოებით ოთხი მილიონი მოსახლით.


ალბათ ირონიულია, რომ ისეთი ქვეყანაში, საიდანაც იყვნენ იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია (სტალინის საიდუმლო პოლიციის უმაღლესი პირი) იხსნება უნივერსიტეტი, რომელიც დიდწილად ამერიკული მოდელის ანალოგია (უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით) და მე-19 საუკუნის სტენფორდის, ჩიკაგოს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების მგავსად, შეიქმნა მდიდარი ბიზნესმენების ფილანტროპიული საქმიანობის შედეგად.


გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, რომ KIU-ს მიზანი, ყავდეს 60,000 მაღალკვალიფიციური სტუდენტი, შესრულებადია საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშეც და რა თქმა უნდა ეს საჭიროებს ახალ დაფინანსებას სახელმწიფო სუფსიდიებიდან, კვლევით გრანტებს, სხვა დონაციებს და/ან სტუდენტურ გადასახადებს. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ წარმატებულ კომპანიებს ქმნიან ისეთი მეოცნებენი, რომელთა თვალსაწიერიც ძალიან დიდია. სტივ ჯობსმა ეფლის კომპიუტერების ბიზნესი წამოიწყო თავისი მშობლების ავტოფარეხში და ახლა, ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში კომპანია გახდა $2 ტრილიონის მქონე წარმოება.


გრძელვადიან პერსპექტივაში, KIU ძალიან გაფართოვდება და STEM-ის მიღმა განავითარებს სხვა მიმართულებებსაც. ძალიან წარმატებულ ერებს რა თქმა უნდა სჭირდებათ მეცნიერები და ინჟინრები, მაგრამ ასევე ბუღალტრები, არქიტექტორები, ფინანსური სერვისების გურუები, დრამატურგები, ეკონომისტები, ფილოსოფოსები და შესაძლოა სოციოლოგებიც ან სხვებიც.


უნივერსიტეტის ქუთაისში დაარსება, ჩემთვის, როგორც, ადამიანისთვის რომელიც არასდროს ყოფილა იქ, არის სწორი გადაწყვეტილება. ქუთაისი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც მუდმივად დასახლებულია 2.500 წელზე მეტი ხანია. ქალაქი, დაახლოებით 140,000 მოსახლით, არის საკმარისად დიდი, რომ უზრუნველყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორსაც ასეთი შთამბეჭდავი უნივერსიტეტი საჭიროებს, მაგრამ არა ისეთი გადატვირთული ხალხმრავლობითა და მასთან დაკავშირებული პრობლემებით. ქალაქი, რომელიც მასშტაბით იგივენაირია, როგორებიცაა მედისონი, ენ-არბორი და ჩამპეინ - ურბანა, სადაც ამერიკის 10 შთამბეჭდავი უნივერსიტეტი მდებარეობს.


საქართველო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაგონებენ ამერიკას მისი უმაღლესი განათლების ოქროს ხანაში. ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც შეერთებულ შტატებს 1950-60იან წლებში. Covid -19 პანდემიამდე 5 წლით ადრე (2014-2019), საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არაჩვეულებრივად გაიზარდა და მიაღწია წელიწადში 4%-ს და ეს ყველაფერი ინფლაციის გათვალისწინებით. ეს იგივეა, რაც სხვა ყოფილი საბჭოთა კონტროლირებადი ტერიტორიებისა და ზოგიერთი მეზობლის (მაგ.: პოლონეთი, ესტონეთი, სომხეთი) გამოცდილება, რომლებიც ახლა თავისუფლები არიან საბჭოთა უღელისა და ამჟამინდელი რუსული ტერიტორიული მავნებლობისა და ყოვლისმომცველი პლუტოკრატიისაგან. შესაძლოა, სწორედ ამ ქვეყნებმა მოამარაგონ KIU სტუდენტებით. ქვეყანა არის პროდასავლური, ოპტიმისტური და სწრაფად განვითარებადი, ახლანდელი ამერიკული და დასავლეთ ევროპული განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც გაჟღენთილნი არიან საპროტესტო აქციებით, განხეთქილებებითა და დაბალი ეკონომიკური ზრდით.


შესაძლოა KIU-ს ქონდეს სირთულეები, მაგრამ ბრწყინვალე გერმანული მხარდაჭერა, ბევრი ახალგაზრდული მისწრაფება და ენთუზიაზმი ძალიან კარგი გეგმაა. მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, დავაკვირდები უნივერსიტეტის მომავალს დიდი გულშემატკივრობითა და გულმოდგინებით.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 522