ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/05/2022
ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.



ღონისძიების ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა ნინო თანდილაშვილს ავსტრიის ჩარჩო-სტრატეგია „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობისთვის" გადასცა. დოკუმენტი მოიცავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ახალ პროგრამას, რომელიც საქართველოს დახმარებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ითვალისწინებს.

„საქართველოსთვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერითაც დასტურდება. მომდევნო წლების განმავლობაში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ. ძირითადი აქცენტი მაღალმთიან რეგიონებში სოფლის განვითარების პროგრამების ხელშეწყობაზე გაკეთდება", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.



საელჩოს გახსნის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი ფრიდრიხ შტიფტი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი
www.mepa.gov.ge
info@mepa.gov.ge
+995 32 2378009

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 104