ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
13/07/2021
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მედია სემინარი

10-11 ივლისს, კახეთში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით გასვლითი მედია სემინარი გაიმართა. სემინარს განათლების თემაზე მომუშავე 12 ჟურნალისტი, ფონდის გრანტიორი ორგანიზაციები, პარტნიორები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

ორი დღის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, ასევე გპფ-ს მუშაობისა და იმ მიმართულებების თაობაზე, რომელსაც ფონდი საგანმანათლებლო მიმართულებით ქვეყანაში ახორციელებს.


სემინარში მონაწილეობა მიიღეს: „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა, თინათინ ცერცვაძემ, განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ და ათასწლეულის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.


მედია წარმომადგენლებს საკუთარი წარმატებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს ფონდის სტიპენდიანტებმა და პროექტის „მასწავლებელთა აღიარების რეგიონალური კონკურსის“ - გამარჯვებულმა  მარეხი დიდებაშვილმა.


შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ფონდის დირექტორისგან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრისგან სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ, როგორც ფონდის უკვე დაფინანსებული  და დაგეგმილი პროექტების შესახებ, ასევე ღიად დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 377