ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/10/2021
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გპფ 60 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას უწესებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა ახალ სასწავლო წელს დამატებით სამ უნივერსიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება და კიდევ 30 წარმატებული სტუდენტი მიიღებს წამახალისებელ სტიპენდიას. ფონდისსასტიპენდიო პროგრამის მიზანია წაახალისოს მომავალი მასწავლებლები, სტუდენტები ჩართოს ახალ პროექტებში და აბიტურინტებს მისცეს მეტი მოტივაცია, რომ აირჩიონ პედაგოგის საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროფესია.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა ახალ სასწავლო წელს დამატებით სამ უნივერსიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება და კიდევ 30 წარმატებული სტუდენტი მიიღებს წამახალისებელ სტიპენდიას. ფონდისსასტიპენდიო პროგრამის მიზანია წაახალისოს მომავალი მასწავლებლები, სტუდენტები ჩართოს ახალ პროექტებში და აბიტურინტებს მისცეს მეტი მოტივაცია, რომ აირჩიონ პედაგოგის საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროფესია.


მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფოდნმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით წამოიწყო და წელს უკვე ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება აღნიშნული პროექტი. სასტიპენდიო პროგრამა მიმდინარეობს: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტებზე., ხოლო წელს ხელშეკრულება უკვე გაფორმდა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის,ასევე ზუგდიდის შ. მესხიას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. ჯამში მიმდინარე სემესტრიდან 60 მაღალი მოსწრების სტუდენტი, რომელიც პედაგოგის პროფესიას ეუფლება, მიიღებს ფონდიეს მიერ დაწესებულ სტიპენდიას.


სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, გახადოს იგი პოპულარული აბიტურიენტებსა და სტუდენტებში, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ მასწავლებლებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.



ფონდის შესახებ:


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გპფ მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 4 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 25-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. გპფ-ს ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში შეადგენს თითქმის 3 მლ. (სამ მილიონ) ლარს.


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 436