ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/05/2022
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხების საინფორმაციო უზრუნველყოფაში მედიის როლის შესახებ ტრენინგები გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი მედიასაშუალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი).


შეხვედრაზე, მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციიის მიწოდებაში მედიის როლის, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობა განიხილეს. ტრენინგის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებს გაეცნენ.


პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ; პროგრამის განხორცილებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.


 

მის: მარშალ გელოვანის 6,
თბილისი, 0159, საქართველო


ტელ: (+995 322) 112023


ელ-ფოსტა: info@eiec.gov.ge


ვებ-გვერდი: eiec.gov.ge


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 205