ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
,,ცისკარი'' - შენი სამაგიდო სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი
19/11/2010


მედია ანონსი

19 ნოემბერი,2010
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
ელგუჯა მარღია 
ელფოსტა: emciskari@gmail.com
მისამართი: თბილისი, ხიდის ქ.
ტელ: 98 36 43; 899 18 80 93                                                                                                                 

,,ცისკარი'' - შენი სამაგიდო სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი

[PUBLICITY.GE] თბილისი,  19 ნოემბერი, 2010 წელი - 30 ნოემბერს, სამშაბათს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  საგამოფენო დარბაზში ( გუდიაშვილის ქ.7)  გაიმართება   განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ ,,ცისკრის'' პრეზენტაცია.

,,ცისკარმა'' საუკუნეებს გაუძლო და თაობები აღზარდა. ქართული მწერლობის ეს უპირველესი გამოცემა ქართველი მწერლების მოამაგეცაა და მათგან  ნაამაგარიც. როცა ჩვენს ქვეყანას თავისუფლების ხანა დაუდგა, ,,ცისკარი'' , ფინანსური შეჭირვების მიუხედავად, ერთგულ მსახურად იქცა დამოუკიდებელი საქართველოსი. მოგეხსენებათ, ჩვენს ყოფაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ღირებულება გადაფასდა - მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ სწორედ ამ წლებში, ამ ღირებულებათა გადაფასების ჟამს, სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციული კულტურის ესა თუ ის დარგიც გადაფასდა. ასე მოხდა მხატვრულ გამოცემებსა თუ პრესის სხვადასხვა ორგანოებში და იძალა ე.წ. ყვითელმა ჟურნალ-გაზეთებმა, ჭეშმარიტი ლიტერატურა კარგა ხანს  ,,დუმდა'' და ,,ცისკარსაც'' უმძიმესი წლები დაუდგა  - შეუძლებელი იყო 1852 წლიდან მაღალმხატვრული  ღირებულებების მქონე ჟურნალს თავისი ფურცლები მდარე, იაფფასიანი ნაწარმოებებისთვის დაეთმო და ამით დაეთმო თავისი საუკუნენახევრიანი არსებობის განმავლობაში შემუშავებული პრინციპები. სწორედ ამიტომ ,,ცისკარმა'' დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება.

დღეს, როცა ერმა, ხალხმა მეტ-ნაკლებად ,,მოიცალა'' ჭეშმარიტი ლიტერატურისთვის, ,,ცისკარმაც'' დაიბრუნა ძველი ფუნქცია - კვლავ ჩადგა ჭეშმარიტი მწერლის, ღირებული ლიტერატურის სამსახურში. ჩვენი ნათქვამის დასტურად მისი საპრეზენტაციო  ნომერიც გამოდგება - აქ სიტყვის ცნობილ ოსტატებთან ერთად  (სხვა რომ არაფერი, მათი უდიდესი ნაწილის შემოქმედება სასკოლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი და მომავალი თაობის აღზრდის სამსახურშია) იბეჭდება ახალგაზრდა, ჯერ კიდევ დამწყები ლიტერატორების ნაწარმოებები, იმათი, ვინც ჩვენი მწერლობის ხვალინდელ დღედ უნდა იქცეს.  

უპრეცედენტო გათამაშება!!!

         
    იმეგობრე ,,ცისკართან'' და აიხდინე ოცნება!

მიმდინარე წელს ,,ცისკრის'' თორმეტი ნომერი გამოვა. ,,ცისკარი'' ის სამხატვრო-სალიტერატურო გამოცემაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის ერთგულ მკითხველზე. ამჯერად, გარდა იმისა, რომ  ტრადიციულად  მოგაწვდით მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს, გთავაზობთ საგზურს იერუსალიმში.

თუ გინდათ, 2012 წელს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას შეხვდეთ ჯვრის მონასტერში, მაცხოვრის საფლავზე და საკუთარი თვალით იხილოთ სასწაული - ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა, გამოიწერეთ, შეიძინეთ ,,ცისკრის'' ყველა ნომერი, მოიძიეთ გარეკანის მესამე გვერდზე მონიშნული ასოები,  შეაგროვეთ ჟურნალის სახელწოდების შემადგენელი შვიდივე ასო(ც-ი-ს-კ-ა-რ-ი) და აიხდინეთ ოცნება - თქვენი მეგობარი ,,ცისკრის'' მეოხებით და საპატრიარქოს თანადგომით,  მაგიური შვიდი ასოს წყალობით, უფასოდ იმოგზაურეთ წმინდა მიწაზე.

წაკითხულია: 3391