ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
,,ციფრული მედიის რუკა’’- ადვოკატირების საერთაშორისო კონფერენცია
22/05/2013

მედია ანონსი

22 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 

საკონტაქტო პირი მედიისთვის:
ანა ტოკლიკიშვილი,
ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო'
ტელ: 595 221 999.

,ციფრული მედიის რუკა''- ადვოკატირების საერთაშორისო კონფერენცია

23 მაისს  სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტში' (თავისუფლების მოედანი  #4)  გაიხსნება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ,,ციფრული მედიის რუკა''.

კონფერენცია მედიისთვის ღიაა 23 მაისს, ხუთშაბათს, 11:00 - 11:30 საათამდე. კონფერენცია ტარდება ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზებით და მასში  მონაწილეობას იღებენ ციფრული მედიის საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული გამოწვევები და საფრთხეები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, სახელმწიფოს როლი, მოსალოდნელი ტენდენციები და განვითარების პერსპექტივა, რეგიონული და ადგილობრივი ადვოკატირების სტრატეგიები, საზოგადოებრივი მაუწყებელი,  არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე კანონმდებლობის შემუშავება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი საქართველოში.

ღონისძიებას დაესწრებიან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ციფრული მედიის საკითხებზე მომზადებულ უახლეს კვლევებსა და ანგარიშებს.

წაკითხულია: 1991