ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
1-ლი ივნისი და ბავშვები დარღვეული უფლებებით
29/05/2014

მედია ანონსი

30 ივნისი,2014
დაუყონებლივ გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია
ლელა ბერიშვილი
PHR-ის პიარ მენეჯერი
მობ: 555 58 17 71
ელ.ფოსტა: lelabrishvili1@mail.com

1-ლი ივნისი და ბავშვები დარღვეული უფლებებით

არასამათავრობო ორგანოზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფელებებისთვის" და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი „ჩვენი ბავშვები", 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, აწყობს პრესკონფერენციას, რათა შეახსენოს სახელმწიფოს და უფლებამოსილ პირებს, რომ ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

პრესკონფერენცია გაიმართება PHR-ის ოფისში.

მის: ქ.თბილისი; ალექსიძის 1.მე-5 სადარბაზო,ბინა #17
01.05.2014.
11 საათი.

საქართველოში ყოველი ახალი 1-ლი ივნისი გვახსენებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვებზე ზრუნვა, წელიწადის განმავლობაში, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული დღით განისაზღვრება, რადაგანც 2 ივნისად, ბავშვები და მათი უფლებები აღარავის ახსოვს. განსაკუთრებით ეს ეხებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომელთაც ასე ძალიან სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება.

პრესკონფერენციზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
1. ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რომელიც ჯერ ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება და ექიმების კომპეტენტურობა. 
2. მიუხედავად ინკლუზიური განათლებისა, ჯერ ისევ იღრვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. კვლავ პრობლემაა პროფესიული განათლება. 
3. ბავშვთა მიმართ ძალადობის თემა ისევ აქტუალურია,რასაც კვლევები ადასტურებს. ამ მიმართულებით კი ეფექტური ღონისძიებები არ ტარდება. 
პრესკონფერენციის ორგანიზატორები შეახსენებენ სახელმწიფოს იმ ვალდებულებების შესარულებას, რომელიც მას დაეკისრა "ბავშვთა უფლებების კონვენციასა" და "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენცია"- სთან შეერთებით.

 

წაკითხულია: 2938