მედია ანონსი
26 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნატალია გელაშვილი,
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112, n,gelashvili@112.ge, 577 777 954
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, Sophie.Tchitchinadze@undp.org, 599 196907
112 გხედავთ - ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის
2015 წლის 27 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმროში Holliday Inn (26 მაისის ქუჩა #1) გაიმართება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ:
• გიორგი ბიჭაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის დირექტორი
• ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში
• არჩილ თალაკვაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
• ზაზა სოფრომაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 112-ის ახალი სერვისის უშუალო ბენეფიციარები.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
• ნატალია გელაშვილი, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112, n,gelashvili@112.ge, 577 777 954
• სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, Sophie.Tchitchinadze@undp.org, 599 196907
სოციალური მედია:
| www.112.ge | www.ge.undp.org | www.facebook.com/112.ge | www.facebook.com/UNDPGeorgia |
112 ყველასთვის, როცა წამები გადამწყვეტია...
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. 112-ში შემოსული შეტყობინება, გადაუდებელი დახმარების შესახებ, გადაეცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ვიდეო ზარის მეშვეობით შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.
სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია112-ის ვებ-გვერდზე WWW.112.GE.
სერვისი ამოქმედდება 27 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.