მედია ანონსი
13 ივნისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მარიკა ციკორიძე
995 24 15 88 22
893 68 42 22
E-mail: mediagroup@cida.ge
www.kvemokartli.ge
14 ივნისი - სისხლის დონორის მსოფლიო დღე
აქცია სახელწოდებით:
გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!
[PUBLICITY.GE] თბილისი, 13 ივნისი, 2011 წელი - 14 ივნისი - სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. ამ დღესთამ დაკავშირებით ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი- ქვემო ქართლი" პროექტის ფარგლებში ჩატარდება გამართავს აქციას - გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე! .
14 ივნისს 13 საათზე ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი- ქვემო ქართლის" მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდებიან და ერთდროულად 13 საათზე დაიწყებენ რუსთავსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების არასამთავრობო ორგანიზაციები:
ქ.რუსთავში ,,სამოქალაქო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა)", ,, შემოქმედებითი ჯგუფი", ,,ინდიგო", ,,ახალგაზრდა ინიციატორთა სახლი", ,,რეგიონული განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაცია".
ქ. მარნეულში ,,მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი",
ქ. ბოლნისში ,,საქართველოს ახალგაზრდული ცენტრების კავ შირი".
ქ. გარდაბანში ,,ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში".
აქცია - გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე! ქალაქ რუსთავში გაიმართება შემდეგ მისამართზე:მ.კოსტავას გამზირი, (არკის მიმდებარე ტერიტორია, შადრევანთან)
აქცია ხორციელდება ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი- ქვემო ქართლი" პროექტის ფარგლებში.პროექტის მიზანია ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი დაფინანსებულია ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ და მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)" ახორციელებს.
სისხლის დონორის მსოფლიო დღის ყოველწლიური აღნიშვნის მიზანია მოწოდება დონორობისკენ, რაც ძალზედ საჭიროა სისხლის უკმარისობის აღმოსაფხვრელად საავადმყოფოებსა და კლინიკებში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც დონორული სისხლის რაოდენობა უკიდურესად შეზღუდულია.
სისხლის ჩაბარების მსურველები შეგიძლიათ მიბრძანდეთ შემდეგ მისამართზე:
ქ.რუსთავის სისხლის გადასხმის სადგური, ი. გოგებაშვილის ქ. # 4