ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
15 არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობის მემორანდუმს აწერს ხელს
28/02/2013

მედია ანონსი

28 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ლადო მკერვალიშვილი,
IFES-ის გენდერისა და ინფორმირებულობის პროექტის მენეჯერი.
ტელ:  2999309 (ოფისი)
599 567669 (მობ.)
ელ-ფოსტა:
vladimermkervalishvili@ifes.ge

15 არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობის მემორანდუმს აწერს ხელს

პარასკევს, 1 მარტს, 11:30 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში (მის: გრიბოედოვის ქ. # 22) 15 არასამთავრობო ორგანიზაცია ურთიერთთანამშრომლობის მეომარანდუმს მოაწერს ხელს და საზოგადოებას წარუდგენს ახალ პროექტს, რომლის განხორციელებაც მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ღონისძიებას მართავს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) ქალთა კავშირთან და გენდერული თანასწორობის ქსელთან თანამშრომლობით.  ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე გაიმართება გამოფენის „გენდერული ჰარმონია" გახსნა.

ღონისძიებას გახსნიან და დაესწრებიან USAID-ის, IFES-ის, მთავრობის, პარლამენტის, გენდერული თანასწორობის ქსელის, საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება იმართება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო"-ს (USAID)  მხარდაჭერით.

 

 

წაკითხულია: 2035