ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
15 თეთრიანი ფასდაკლება ლუკოილის ქსელში
28/05/2010

 

მედია ანონსი

28,მაისი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ლევან გოგიჩაძე
ტელ.: +995 32 380013, 373808
ფაქსი: +995 32 373878
Lgogichadze@unigroup.ge

უპრეცედენტო 15 თეთრიანი ფასდაკლება ლუკოილის ქსელში 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 მაისი, 2010 წელი - მიმდინარე წლის 1 ივნისს 24 საათის განმავლობაში "ლუკოილ ჯორჯია" მომხმარებელს სთავაზობს უპრეცედენტო 15 თეთრიან ფასდაკლებას, რომელიც გავრცელდება ყველა ტიპის საწვავზე.

1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღის და "ლუკოილ ჯორჯიას" დაბადების დღის აღსანიშნავად კომპანია მომხმარებელს სთავაზობს 24 საათიან უპრეცედენტო აქციას: 15 თეთრის ფასდაკლება ყველა ტიპის საწვავზე. 

ყოველი გაყიდული ერთი ლიტრი საწვავის ღირებულებიდან 1 თეთრი გადაირიცხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში.

"ლუკოილ ჯორჯია" მოუწოდებს მომხმრებელს ისარგებლონ ფასდაკლებით და წვლილი შეიტანონ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დახმარების საქმეში.

###

დამატებითი ინფორმაცია:

ლუკოილი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახორციელებს ნავთობის მოპოვებას და გადამუშავებას, აწარმოებს ნავთობპროდუქტების ფართო სპექტრს და მართავს ავტოგასამართი სადგურების შთამბეჭდავ ქსელს 25-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველოში ლუკოილ ჯორჯია 2002 წლიდან ემსახურება მომხმარებელს და დღეისათვის ავტოგასამართი სადგურების ფართო ქსელის მფლობელია - ჩვენი ბრენდის სიმბოლიკით 65 ავტოგასამართი სადგური მოქმედებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ლუკოილ ჯორჯია ამარაგებს საქართველოს მომხარებელს ევროპული ევრო5 სტანდარტის საწვავით, რომელიც ბულგარეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან მოგვეწოდება.
 

წაკითხულია: 3285