მედია ანონსი
13 ოქტომბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
maiko@publicity.ge
საქართველოში "ძუძუს ჯანმრთელობის დღე" აღინიშნება
15 ოქტომბერს თბილისში ევროპის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის ორგანიზებით (ევროპა დონა საქართელოსა და კიბოს კვლევის ჯგუფი) ჯანმრთელი ძუძუს დღე აღინიშნება. ღონისძიებას ყოველწლიურად მსოფლიოს 44 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც აღინიშნავს.
სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით 15 ოქტომბერს, 14 საათზე ს.ხეჩინაშვილის სახ.კლინიკაში (ყოფილი მე-9 საავადმყოფო) გაიმართება საზეიმო მიღება.
ს. ხეჩინაშვილის
კლინიკა ჯანმრთელი ძუძუს დღესთან დაკავშირებით ატარებს საქველმოქმედო აქციას,
რომლიც ფარგლებშიც ქალბატონებს საშულება ექნებათ ჩაიტარონს შესაბამისი
გამოკვლევები: მიიღონ უფასო კონსულტაცია მაღალი კვალიფიკაციის მქონე მამოლოგებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩაიკეთონ
უფასო ექოსკოპიური გამოკვლევაც. (გამოკვლევის ჩატარების მსურველებს ვთხოვთ
რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ნომერზე:555 522 855)
ჯანმრთელი ძუძუს დღის აღსანიშნავად კომპანიების გუდვილი, პოპული და
ჯიმარტი, ფიტნეს კლუბი ქარვსის თანამშრომლები და კლუბის წევრები სიმბოლურად
ვარდისფერი ბაფთით გამოხატავენს სოლიდარობას. ერთობლივი ღონისძიება მიზნად ისახავს შეახსენოს საზოგადოებას ის
პრობლემა, რასაც ძუძუს კიბო ჰქვია, რათა უფრო მეტად მიექცეს ყურადღება ძუძუს
კიბოს პრობლემას, გაუმჯობესდეს ცოდნა ძუძუს კიბოს შესახებ , მოხდეს ადრეული აღმოჩენა მამოგრაფიული
სკრინინგის მეშვეობით, ჩატარდეს ძუძუს კიბოს ოპტიმალური მკურნალობა და მოვლა.
"ძუძუს ჯანმრთელობის დღის" აქციის მიზანია საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნებით, ჯანსაღი კვებითა და მამოგრაფიული სკრინინგით შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან აცილება.
ღონისძიების მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს პირველი
ლედი.
პარტნიორები: კომპანია გუდვილი, პოპული, ჯიმარტი, ავერსი,თელავის ღვინის მარანი,პროსერვისი, ფიტნეს კლუბი ქარვსი.
ღონისძიებია მედია მხარდამჭერი ფაბლისითი ჯგუფი.
###
ევროპა დონა
- ძუძუს
კიბოს
ევროპული
კოალიციაა,
რომლის
მთავარი
მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცოდნის გაუმჯობესება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა,
რათა
დაეხმაროს
ქალებს
იცხოვრონ
დიდხანს
ჯანმრთლი
სიცოცხლით.
ევროპა
დონას
ჰყავს
წევრი
ჯგუფები
ევროპის
44 ქვეყნიდან,
რომელთა
მიზანია
ევროპელი
ქალების
მობილიზება
და პროპაგანდირება რათა:
გაუმჯობესდეს
ცოდნა
ძუძუს
კიბოს
შესახებ,
მოხდეს ადრეული აღმოჩენა მამოგრაფიული სკრინინგის მეშვეობით, რაც განსაზღვრულია ძუძუს
კიბოს
სკრინინგისა
და დიაგნოსტიკის ხარისხის განმაპირობებელი ევროპული
გზამკვლევის
მიერ,
ჩატარდეს
ძუძუს
კიბოს
ოპტიმალური
მკურნალობა
და მოვლა.
- ევროპა
დონა
არის
არაკომერციული
ორგანიზაცია,
რომელიც
ევროპელ
ქალთა ინტერესებს წარმოადგენს ძუძუს კიბოს თვალსაზრისით, როგორც ადილობრივ და ეროვნულ
ხელისუფლებათა,
ასევე
ევროკავშირის
ინსტიტუტების
დონეზე. 2006
წლიდან საქართველოში დაფუძნდა საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია, რომელშიც ამ ეტაპე გაერთიანებულია ორი ძირითადი ორგანიზაცია:
ევროპა დონა საქართელო და კიბოს კვლევის ჯგუფი.
კოალიციაში გაწევრიანებული არიან მედიკოსები, ძუძუს კიბოთი გადარჩენილი ქალები და უბრალოდ ამ პრობლემით დაინტერესებული ადამიანები. ჩვენი ძირითადი მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირების დონისა და ზოგადი ცოდნის ამაღლება;