ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
20 მაისიდან ატვირთე ვიდეო video.boom.ge-ზე და მოიგე ვიდეო კამერა
20/05/2009



მედია ანონსი
 

20 მაისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

20 მაისიდან ატვირთე ვიდეო video.boom.ge-ზე და მოიგე ვიდეო კამერა

ქართულმა საძიებო სისტემამ - BOOM.GE ცოტა ხნის წინ მომხმარებლებს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა ვიდეო პორტალის - video.boom.ge-ს სახით.

გარდა იმისა, რომ მომხმარებელი video.boom.ge-ზე უამრავ საინტერესო ვიდეოს იხილავს პოპულარული კატეგორიებიდან, საიტის ადმინისტრაცია მას პრიზის მოგების შესაძლებლობასაც სთავაზობს საიტზე ვიდეოების ატვირთვის გზით. 

გათამაშების პირობები შემდეგია:  ყოველი თვის ბოლოს, ყველა იმ მომხმარებელს შორის, რომლებიც თვის განმავლობაში video.boom.ge-ზე 100-ზე მეტ ვიდეო ფაილს ატვირთავენ (და რომლებიც გაივლიან მოდერაციას), გათამაშდება ვიდეო კამერა. ფაილების ატვირთვის შედეგები ყოველი თვის ბოლოს განულდება და ათვლა დაიწყება თავიდან.

მთავარი პრიზის გარდა, სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით დასაჩუქრდებიან  ყველაზე რეიტინგული ვიდეოს ავტორებიც.

გათამაშების შედეგები და გამარჯვებულთა ნიკები გამოქვეყნდება ვებ გვერდზე video.boom.ge .

ვიდეო კამერისა და პრიზების სპონსორია "ორიონ ტექნოლიჯი".

პრიზის მოგების მთავარი პირობა მხოლოდ მომხმარებლის აქტიურობაა, გისურვებთ წარმატებას!

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
კომპანია ”პრო-სერვისი”
ტელ: 233 005
ელ-ფოსტა: contact@boom.ge


 

წაკითხულია: 7299