ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
20 ოქტომბრიდან საქართველოში წითელა-წითურას საწინააღმდეგო აცრების კამპანია იწყება
17/10/2008

          
 ანონსი მედიისთვის

17 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
 


20 ოქტომბრიდან საქართველოში წითელა-წითურას საწინააღმდეგო
აცრების კამპანია იწყება

აიცერი და დაამარცხე წითელა და წითურა

ვინ:  ბ-ნი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 
        ქ-ნი ჯოვანა ბარბერისი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში

როდის:  20 ოქტომბერი 2008 წელი,  11:00 საათი
 
სად:
 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზი (მისამართი: გამსახურდიას გამზ. 30ა,  III სართული)
 
რა:
  წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ოფიციალური გახსნა, პრეს-კონფერენცია. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2008 წლის 20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის მასობრივი კამპანია.

კამპანია საქართველოში ხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ვიშნევსკაია-როსტროპოვიჩის ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს 6-დან 27 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის არაუმცირეს 95 %-იანი მოცვა წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციით. აცრები ჩატარდება პოლიკლინიკებში, ამბულატორიებში,  უმაღლეს სასწავლებლებს სწავლისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 

რატომ: იმუნიზაციის ნაციონალური კამპანია წარმოადგენს წითელა-წითურას საწინააღმდეგო დამატებითი იმუნიზაციის ყველაზე ეფექტურ სტრატეგიას და გვაძლევს საშუალებას სწრაფად შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება ქვეყნის  ტერიტორიაზე. ეს არის ერთჯერადი აცრების კამპანია,  რომელიც ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოიცავს მოსახლეობის ფართო ასაკობრივ ჯგუფებს, სადაც კონცენტრირებულია წითელას და წითურას ყველაზე მეტად მიმღები პირების ძირითადი ნაწილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონს, რომელშიც საქართველოც შედის, მიზნად აქვს დასახული 2010 წლისათვის წითელასა და თანდაყოლილი წითურას აღმოფხვრა. ამისათვის საჭიროა მოსახლეობის უმეტესობამ შეიძინოს იმუნიტეტი დაავადებების მიმართ. ამის საშუალებას იძლევა ძალიან მაღალი მოცვა გეგმიური აცრებით და დამატებითი აცრების ჩატარება იმ ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებშიც იმუნური ფენა საკმარისი არაა და ამის გამო დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებიან. 

საქართველოში 2004-2005 წლებში იყო წითელას ეპიდემია, რომლის დროსაც დაავადდა 8 ათასზე მეტი და გარდაიცვალა 9 ადამიანი. საქართველოში 2004-2005 წლებში იყო წითურას ეპიდემია, რომლის დროსაც 6000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფიო გვალია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ტელ: 877 41 83 31
ელ-ფოსტა:
sgvalia@moh.gov.ge

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
გაეროს ბავშვთა ფონდი
ტელ: 23 23 88, 25 11 30; 899 53 30 71
ფაქსი: 25 12 36
ელ-ფოსტა:
mkurtsikidze@unicef.org
ვებ-გვერდი: www.unicef.org/georgia

წაკითხულია: 7860