19/08/2010მედია ანონსი
19 აგვისტო,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
BIAFF
899-482181
893-998272
marketing@biaff.org
www.biaff.org
2010 წლის 12-19 სექტემბერს გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF)
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 აგვისტო, 2010 -2010 წლის 12-19 სექტემბერს გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს V საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF). საიუბილეო ფესტივალის საერთაშორისო კონკურსის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი ირანელი კინორეჟისორი აბას კიაროსტამი.
კინოფესტივალის მსვლელობისას მოეწყობა აბას კიაროსტამის რამდენიმე ფილმის ჩვენება, მათ შორის მისი ბოლოს ფილმის , რომლის პრემიერაც 2010 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ბათუმის კინოფესტივალზე გაიმართება ასევე აბას კიაროსტამის მასტერკლასი და პრეს-კონფერენცია.
სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - http://www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრინება და სიახლეების მიღება.
კინოფესტივალზე აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენ ელ.ფოსტის მეშვეობით - marketing@biaff.org