პრესკონფერენცია
21 ივნისი - იოგას საერთაშორისო დღე
2 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში (რუსთაველის გამზირი N6, თბილისი) გაიმართება იოგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ინდოეთის საელჩო საქართველოსა და სომხეთში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისის მერია და იოგას ცენტრი „ანანდა". შეხვედრაზე ორგანიზატორები საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას იოგას საერთაშორისო დღის შესახებ, რომელიც მსოფლიოს ასობით ქვეყანაში იმართება 21 ივნისს და რომელსაც წელს თბილისიც უერთდება.
პრესკონფერენციის შემდეგ გაიმართება იოგის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა, რომელიც საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და შემდეგ უკვე ერევანში გადაინაცვლებს.
პრეს კონფერენციას დაესწრებიან:
• სურეშ ბაბუ, ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში
• ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში
• ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერის მოადგილე
• ედიტა დილანიანი, ანანდას ცენტრის ხელმძღვანელი
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი, Publicity Group, maiko@publicity.ge, +995 593 260609
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
###
იოგას საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ის გაეროს მიერ აღიარებული დღეების ჩამონათვალში შევიდა. მასტერ-კლასები, სემინარები და გამოფენები გაიმართება მსოფლიოს 50 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
იოგას დღის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ინდოეთის საელჩო საქართველოსა და სომხეთში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისის მერია და იოგას ცენტრი „ანანდა".