22 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიბუტი
მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი
ტელ: 2 20 65 20 (312), მობ: 577 46 55 90
ელ-ფოსტა: takojibuti@gau.ge
24 აპრილს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აშშ-ს მთავრობის ეკონომიკური განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან - OPIC ხელშეკრულებას გააფორმებს
ოთხშაბათს, 24 აპრილს, 14:00 საათზე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (მისამართი: მერაბ ალექსიძის 8) გაიმართება OPIC-თან (უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია) ხელშეკრულების გაფორმებისა და გაუ-ს შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია.
OPIC-მა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისათვის სამი მილიონ ხუთასი ათასი დოლარის (3 500 000) სესხი დაამტკიცა. გაუ-ს ახალი შენობა OPIC-ის სტანდარტების შესაბამისად დაპროექტდა და გარემონტდა, შეძენილი იქნა ახალი აღჭურვილობა, გაიხსნა ახალი სასწავლო პროგრამები. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 10 წლის განმავლობაში და დაეხმარება გაუ-ს ბიზნესის მდგრად განვითარებასა და გაფართოებაში, აგრეთვე სტუდენტებისათვის საუკეთესო სასწავლო პირობების შექმნაში.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ OPIC-ის მმართველი დირექტორი ქენეთ ენჯელი (Kenneth Angel) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი (R. Michael Cowgill).
საპატიო სტუმართა შორის იქნებიან აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი (Richard Norland), EPI-ს, USAID-ის, JILEP-ის, კერძო სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები.
ღონისძიებას საზეიმო მიღება დაასრულებს.
OPIC-ის შესახებ (http://www.opic.gov/):
OPIC 1971 წელს დაარსდა და წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. OPIC თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მიმართავს. OPIC აშშ-ს კერძო სექტორთან თანამშრომლობს და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების მატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ. OPIC დასახულ მიზანს აღწევს იმით, რომ ინვესტორებს დაფინანსებას, გარანტიებსა და პოლიტიკური რისკების დაზღვევას სთავაზობს. ორგანიზაციის მომსახურება ხელმისაწვდომია ახალი და განვითარებადი ბიზნესებისათვის მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.
###
მედია მხარდამჭერი www. publicity.ge /ფაბლისითი ჯი