მედია ანონსი
27 სექტემბერს სეზონის გახსნა „რკინის თეატრში"!
რკინის თეატრი თავის მე-5 სეზონს გახსნის სპექტაკლით „ფერმა" (ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის" მოტივებზე) 27 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე!
ეს სპექტაკლი მოგვითხრობს იმ ბოროტებაზე, რომელიც კაცობრიობას, მსოფლიოს და ადამიანს დანგრევითა და მოსპობით ემუქრება. "და ვინ არის ეს, რომელი იმპერიაა? თუ დავაკონკრეტებთ შეიძლება მივადგეთ ჩვენს ახლო მეზობელს ან შორეულ მეზობელს, აი ესეც, არ უნდა დააკონკრეტო!.."
დამდგმელი რეჟისორი : დავით ანდღულაძე.
ამჟამად თეატრის რეპერტუარში ორი სპექტაკლია: „ფერმა" („რკინის თეატრის" სცენური ვერსია) და „სულ სხვა ოპერა"(ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერის" მოტივებზე).
ოქტომბრის ბოლოს კი „რკინის თეატრში" გაიმართება პრემიერა - „სამანიშვილის დედინაცვალი"!