ანონსი
27 იანვარი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნინო ლომიძე
აფაქიძის #15, 0171, თბილისი, საქართველო.
(995 322) 146831
(995 555) 780087
www.personaldata.ge
www.pdp.ge
28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
2014 წლის 28 იანვარს, 10:00 საათზე სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის მოადგილე - ბორის იაროშევიჩი გახსნიან.
ღონისძიებაზე მოხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის კონსოლიდაციისა და ჰარმონიზაციის თემებზე მსჯელობა, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესება მიგრაციის მართვის სფეროში" პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.