ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
42-ე საჯარო სკოლაში “ევროკავშირის კუთხე” იხსნება
18/03/2008



ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

თბილისის №42-ე საჯარო სკოლაში “ევროკავშირის კუთხე” იხსნება

თბილისი, 20 მარტი, 2008 წელი, 14:00 საათი - თბილისის №42-ე საჯარო სკოლაში შედგება “ევროკავშირის კუთხის” გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონია.

ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლები: ოლივერ რაისნერი, გრენობლისა (საფრანგეთი) და ათენის (საბერძნეთი) უნივერსიტეტების პროფესორები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევროპული ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ლელა მაისურაძე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრანტები, №42-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

ღონისძიების ინიციატორია “ევროპული კვლევების ინსტიტუტი”, რომელიც ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში. “ევროპული კვლევების ინსტიტუტს” განზრახული აქვს, გახნას ე.წ. „ევროკავშირის კუთხეები” საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოს საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების, ნორმებისა და პრინციპების დამკვიდრების, ევროპის ისტორიის, ინსტიტუტების და პოლიტიკის შესახებ ცოდნის გავრცელების მიზნით, რაც სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ მიზანს: მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან.

ღონისძიების დღის წესრიგი:

მისალმება:
1. ალუდა გოგლიჩიძე, თბილისის №42-ე საჯარო სკოლის დირექტორი
2. ოლივერ რაისნერი, პროექტის მენეჯერი, ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში;
3. ალბან რიშარი, ევროკავშირის პროექტის -“ევროპული კვლევების ინსტიტუტი” - ჯგუფის ხელმძღვანელი;
4. ლელა მაისურაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევროპული ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი

პრეზენტაციები:
1. ლელა მაისურაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევროპული ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი;
2. ბესიკ ცხოვრებაშვილი, ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრანტი;
3. ნინო მარკოზაშვილი, ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრანტი;
4. მაგდა ნებიერიძე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრანტი;
5. ზურაბ ზურაბაშვილი, ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრანტი

###
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
• ნინო ცირიკიძე, საჯარო ინფორმაციის ოფიცერი
№42-ე საჯარო სკოლა, ტელ: 990073; info42@posta.ge

• ცირა ჩიკვაიძე, ევროკომისიის პროექტის _ “ევროპული კვლევების ინსტიტუტი”
– ადგილობრივი კოორდინატორი, ტელ: 252498;
მობილური: 899 / 547890 tsirachikvaidze@yahoo.com
წაკითხულია: 7008