ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
8 მარტს „თეგეტა მოტორსში“ ქალბატონ მძღოლებს უფასო ავტოსერვისი, ექსკლუზიური საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი ელის
07/03/2014

მედია ანონსი

7 მარტი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599474854

8 მარტს „თეგეტა მოტორსში" ქალბატონ მძღოლებს უფასო ავტოსერვისი, ექსკლუზიური საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი ელის

8 მარტს „თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალში მანდილოსან მძღოლებს ელის სიურპრიზებით, განსაკუთრებული ყურადღებითა და მოულოდნელობებით სავსე დღე. უფასო სერვისი ავტომობილისთვის, უამრავი ექსკლუზიური საჩუქარი პარტნიორი კომპანიებისგან, პროფესიონალური ფოტოსესია ახალ პორშე პანამერაში, უფასო ყავა, ყვავილები და სხვა სიურპრიზები ქალბატონ მძღოლებს სასიამოვნო განწყობას შეუქმნის.
სმოკინგში გამოწყობილი პრომო ბიჭები 8 მარტს „თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრში მოსულ ყველა მანდილოსანს განსაკუთრებული ყურადღებით მოემსახურებიან, გადასცემენ „თეგეტა მოტორსის" სერვისზე უფასო სასაჩუქრე ვაუჩერებს და ყვავილებს... ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე.
„თეგეტა მოტორსის" სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენება ქალბატონებს შეეძლებათ მთელი წლის განმავლობაში. ვაუჩერი მოიცავს შემდეგ მომსახურებებს: სავალი ნაწილის უფასო შემოწმება, ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტირება. ასევე, 20 %-იანი ფასდაკლება ყველა დანარჩენ სერვისზე მარტის თვის ბოლომდე. ყველა მანდილოსანს საჩუქრად გადაეცემა ავტომობილის ერთჯერადი რეცხვის ბარათი.
ქალბატონ მძღოლებს უფასო ყავით გაუმასპინძლდება Julius Meinl. სტუმრებს შეეძლებათ ეწვიონ „თეგეტა მოტორსის" ვიპ კაფეს, სადაც სილამაზის სალონების ქსელი „მელანჟი" ყველა მსურველ ქალბატონს უფასო მანიკურის მომსახურებას ადგილზე შესთავაზებს.
ღონისძიების პარტნიორმა კომპანიებმა, ამ დღეს, მხოლოდ „თეგეტა მოტორსში" მოსული ქალბატონებისთვის სპეციალური საჩუქრები და ფასდაკლებები დააწესეს: 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები „ელიტ ელექტრონიქსის" ნებისმიერ ტექნიკაზე, 55%-მდე ფასდაკლების ვაუჩერები საიუველირო მაღაზიათა ქსელის „ფრანკო ფონტანასგან", 15%-იანი ფასდაკლება „მანდარინას" სამკაულების ნებისმიერ პროდუქციაზე, უპრეცედენტო ფასდაკლების ვაუჩერი ავტომობილის დაზღვევაზე და VIP მომხმარებლების ბარათები საჩურად კომპანია „არდისგან".
სილამაზის სალონების ქსელი „მელანჟისგან" ქალბატონები სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად, ასევე, მიიღებენ ფასდაკლების ვაუჩერებს: 40%-იანი ფასდაკლება ლაზერულ პროცედურებზე, 50%-იანი ფასდაკლება სოლარიუმზე, 20%-იანი ფასდაკლება ყველა სხვა მომსახურებაზე.
საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical ყველა ქალბატონს გადასცემს 25 ლარიან ვაუჩერებს ნებისმიერ პროცედურაზე. ქალბატონები, რომლებიც მიიღებენ ვაუჩერებს, ავტომატურად ჩაერთვებიან გათამაშებაში და დღის ბოლოს 2 გამარჯვებული, რომელიც ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდება, მიიღებს დამატებით საჩუქარს - 50 წუთიან სოლარიუმის აბონემენტს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო და საიუველირო კომპანია FREYWILLE-ს გამოფენა. ღონისძიების მედიაპარტნიორი - ჟურნალები: EGO და EGO MEN.
მობრძანდით და ისიამოვნეთ! „თეგეტა მოტორსი" გილოცავთ 8 მარტს!

წაკითხულია: 1715