ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
BCNG აჯილდოებს ნომინანტებს ბიზნესგარემოს...
21/12/2007

  

ა ნ ო ნ ს ი   მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

"ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი საქართველო" ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობაში გამოვლენილ ნომინანტებს აჯილდოებს

თბილისი – 2007 წ. 23 დეკემბერს, 14 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით, ჩაატარებს "ნომინანტების დაჯილდოებას ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის”. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, "თბილისი მერიოტის წვეულებათა დარბაზში” – რუსთაველის #13.

წლის განმავლობაში მიმდინარეობდა BCNG-ის მომხმარებლების გამოკითხვა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოსავლენად.

ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობაში წვლილის შეტანისთვის და წარმატებული პარტნიორობისთვის ნომინაციებზე წარდგენილნი არიან: კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.

"ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი საქართველო" (BCNG) მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს სერვისებს სამი ძირითადი მიმართულებით: ბიზნესკონსალტინგი, ტრენინგები და მარკეტინგული კვლევები. მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ მომსახურება სხვადასხვა კუთხით - საგადასახადო და საბაჟო საკითხები, მარკეტინგული დაგეგმვა, ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის დაგეგმვა და მართვა, საწარმოთა რეგისტრაცია, ბიზნესპარტნიორების მოძიება და სხვა. ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ბიზნესსაკონსულტაციო ქსელის რეგიონალურ ოფისებში, რომელიც მოიცავს ზუგდიდს, ბათუმს, ქუთაისს, გორსა და თელავს.

თბილისი კონსალტინგი დაარსებულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) ბაზაზე. ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიის ხელშეწყობა, პარტნიორ ორგანიზაციებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია: სააგენტო "GBC", ჟურნალი "კაპიტალი" და გადაცემა "კაპიტალი".

###

 

საკონტაქტო პირი: ქეთი რეხვიაშვილი,                         
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი                    
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი                 
ტელ.: 995 32 922355/920180                                                      
ელ-ფოსტა:
keti.rekhviashvili@iesc.ge

საკონტაქტო პირი: დოდო ჭუმბურიძე, PR მენეჯერი     
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ტელ.: 92 28 39; 893 28 30 92 
ელ-ფოსტა:
pr@economists.ge   

წაკითხულია: 7866