ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
BIAFF - კინოფესტივალის 2013 წლის სიახლეების პრეზენტაცია
27/05/2013

მედია ანონსი

27 მაისი, 2013
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 574-482181,
597-998272
ელ. ფოსტა:
marketing@biaff.org
ვებ-გვერდი:www.biaff.org
www.facebook.com/biaffbatumi

BIAFF - კინოფესტივალის 2013 წლის სიახლეების პრეზენტაცია

29 მაისს, 13.00 სთ.-ზე ქ. თბილისში, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში (მის: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო #4, მე-4 სართული) მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის და საიხლეების პრეზეტანცია.ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2013 წლის 15-22 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

პრეზენტაციაზე მოხდება ინფორმაციის მოწოდება შემდეგზე:
 

  • BIAFF კინოფესტივალის 2013 წლის პროგრამის მონახაზი, მასტერკლასები, სტუმრები, კინოჩვენებების ლოკაციები
  • BIAFF კინოსკოლა - კინოფესტივალზე სტუდენტებისთვის დაგეგმილია დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად
     
  • BIAFF 2013-ზე
         დაგეგმილი ქართულ-თურქული კო-პროდუქციის შეხვედრების პლატფორმა
  • BIAFF 2013-ზე - Film London-თან და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით დაგეგმილი ინტენსიური სამდღიანი ტრეინინგი კინემატოგრაფისტთა ჯგუფებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პროექტების განვითარებას. Microschool International-ის ბაზა არის Film London-ის Microwave's Microschool, ტრეინინგში მონაწილეობა
         ხდება შერჩევის საფუძველზე. Microschool შედგება სემინარების, მასტერ-კლასების და ინდივიდუალური სესიებისგან. ყურადღება გამახვილებული ცალკეული პროექტების განვითარებაზე და ფილმების შექმნაზე მცირე ბიუჯეტით
  • ბლოგერების კონკურსი BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში

    კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი", 

    კინოფესტივალის მხარდამჭერები - პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, სასტუმრო „რჩეული ვილა", British Council, „HQ პროპაგანდა", „პერიტუს გრუპი", კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი", ტურკომპანია „ვონდერლენდი", კინოთეატრი „აპოლო", „ივერია ბიჩ კაფე" (ბათუმი)
წაკითხულია: 2223