ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
BIAFF 2011კინოფესტივალის სარეკლამო კლიპის პრეზენტაცია
02/09/2011


მედია ანონსი

2 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაციოა:
ლინდა ბალაძე
593 71 33 42

BIAFF 2011 კინოფესტივალის  სარეკლამო კლიპის პრეზენტაცია

საავტორო კინოს ბათუმის  საერთაშორისო ფესტივალი იწვევს მედიის წარმომადგენელებს და დაინტერესებულ პირებს BIAFF  2011 კინოფესტივალის სარეკლამო კლიპის პრეზენტაციაზე.  

პრეზენტაციის დრო:  5 სექტემბერს,  13.00 სთ.ზე,  

მისამართი:   „პრეს კაფე"  - ქ. ბათუმი, მელაშვილის და საბჭოს ქუჩების კვეთა #2-1,  „ყინულის სასახლის" წინ.

კლიპის პრეზენტაციის გარდა, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია კინოფესტივალის პროგრამის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2011 წლის 17-24 სექტემბერს. 

კინოფესტივალის ორგანიზატორი -  ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.  კინოფესტივალის მხარდამჭერები:   საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტიშ კაუნსილი, აშშ საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

###

ინფორმაციის მისაღებად  დაგვიკავშირდით
ელ.ფოსტა -   info@biaff.org
ტელ:  599 - 482181

სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება  კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.

 

 

 

წაკითხულია: 2752