BIAFF 2014 - ბათუმის კინოფესტივალის 2014 წლის პროგრამის, დაგეგმილი პროექტების, ვორქშოფების და სიახლეების პრეზენტაცია
2 ივნისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ზვიად ელიზიანი
ფესტივალის მენეჯერი
BIAFF (Batumi International
Art-house Film Festival)
3 Chavchavadze,
Batumi 6000, Georgia
Tel: +995 599 482181 (marketing)
Fax: +995 32 423480
BIAFF 2014 - ბათუმის კინოფესტივალის 2014 წლის პროგრამის, დაგეგმილი პროექტების, ვორქშოფების და სიახლეების პრეზენტაცია
4 ივნისს, 12.00 სთ.-ზე ქ. თბილისში, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში (მის: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო #4, მე-4 სართული) მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის და საიხლეების პრეზეტანცია.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2014 წლის 14-21 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
პრეზენტაციაზე მოხდება ინფორმაციის მოწოდება შემდეგზე:
BIAFF კინოფესტივალის 2014 წლის პროგრამის მონახაზი, მასტერკლასები, სტუმრები, კინოჩვენებების ლოკაციები
BIAFF კინოსკოლა - კინოფესტივალზე სტუდენტებისთვის დაგეგმილია ერთკვირიანი ტრენინგების სერიის შესახებ
BIAFF 2014-ზე დაგეგმილი კო-პროდუქციის შეხვედრების პლატფორმა
ბლოგერების კონკურსი BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში
კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „რჩეული ვილა“, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“,
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, გაზეთი - „ჯორჯია თუდეი“, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - „ინტერპრესნიუსი“ (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)
პრეზენტაციაზე ადგილები შეზღუდულია და დასწრების მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - ტელ: 599-482181, marketing@biaff.org