მედია ანონსი
4
ივნისი, 2012 წელი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ზვიად ელიზიანი,
BIAFF კინოფესტივალის მენეჯერი
ელ. ფოსტა: marketing@biaff.org
ტელ: 599-482181
ინტერნეტი: http://www.biaff.org/
www.facebook.com/biaffbatumi
www.twitter.com/biaffbatumi
www.youtube.com/biaffbatumi
http://
www.flickr.com/photos/biaffbatumi
BIAFF კინოფესტივალის ახალი პროექტების პრეზენტაცია BIAFF საზაფხულო კინოსკოლა,BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოპი და ბლოგერების კონკურსი
7 ივნისს, შ. რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ქ. 40) გაიმართება BIAFF კინოფესტივალის პრეზენტაცია, რომლის დროსაც მოხდება კინოფესტივალის 3 ახალი პროექტის პრეზენტაცია:
1. BIAFF საზაფხულო კინოსკოლა (27 ივლისი-6 აგვისტო, 2012 წ.)
2. BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი (17-23 სექტემბერი)
3. ბლოგერების ორდღიანი ვორქშოფი და ბლოგერების კონკურსი BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში
12.30-ზე გაიმართება პრეზენტაცია BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ბლოგერების ორდღიანი ვორქშოფის (თემა - „სოციალური მედიის მნიშვნელობა კულტურული ღონისძიებების საინფორმაციო/სარეკლამო კამპანიისთვის") და ბლოგერების კონკურსის შესახებ. დაინტერსებული პირები (ვისაც ააქვს ბლოგი და არის დაინტერსებული სოციალური მედიით) მიიღებენ სრულ ინფორმაციას პროექტში მონაწილეობის და პირობების შესახებ.
13.30-ზე გაიმართება BIAFF კინოფესტივალის 2 ახალი BIAFF საზაფხულო კინოსკოლის და BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფის პრეზენტაცია.
BIAFF საზაფხულო კინოსკოლა - ორგანიზების პერიოდია 27 ივლისი -6 აგვისტო, 2012 წ. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ღია საზოგადოება საქართველო", ასევე პარტნიორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის არ განათლების და კულტურის სამინისტრო. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 8 დღიანი ინტენსიური ტრენინგი სცენარის განვითარების საკითხებზე, რომელსაც ჩაატარებს მოწვეული ტრენერი ინგლისიდან - პოლ კრონინი / Paul Cronin (ლონდონის კინოსკოლა). ტრენინგების დროს ასევე განხილული იქნება მონაწილეთა სამოამვლო ფილმის სცენარის იდეები და ტრენერის მხრიდან მიცემული იქნბეა შესაბამის რეკომენდაციები/.
BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი - მხარდამჭერი „ბრიტანეთის საბჭო", ასევე პარტნიორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის არ განათლების და კულტურის სამინისტრო. პროექტის ფარგლებშ შეირჩევა 2-3 ხუთკაციანი გუნდი, რომელსაც ჩაუტარდება პრაქტიკული ხასიათის ტრენინგები დოკუმენტურ კინოში, რომელიც კომბინირებული იქნება გადაღების პროცესთან და ერთი კვირიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები გადაიღბენ 10-15 წთ.-იან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტურ ფილმს, წინასწარშერჩეულ თემატიკაზე. ტრენინგები ხორცილდება ბრიტანული პარტნიორი ორგანიზაციის (Postdoc Films) ტრენერების და ბრიტანელი დოკუმენტალისტი რეჟისორის შონ მაკალისტერის (Sean McAlister) მიერ.
ადგილები, როგორც BIAFF საზაფხულო კინოსკოლის, ისე BIAFF დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფის დროს შეზღუდულია და მონაწილეთა შერჩვევა მოხდება BIAFF მენეჯმენტის მიერ.