ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
City Heart-ის ქვის ჩადების ცერემონია
24/07/2008


ანონსი
მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 


City Heart-ის ქვის ჩადების ცერემონია

2008 წლის 28 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება კომპლექს City Heart-ის ქვის ჩადების ცერემონია (მისამართი: ცაბაძის ქ № 8).

City Heart წარმოადგენს სავაჭრო, გასართობ, საცხოვრებელ და დასასვენებელ კომპლექსს, რომლის ტერიტორიაზე განთავსდება: ჰიპერმარკეტი, მაღაზიები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ინტერნეტ-კაფეები, ბანკები, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, საბავშვო-გასართობი მოედნები, ავტოსადგომები და ბიზნეს-ცენტრი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებს, საოფისე ფართებს და თანამედროვე სტილის სასტუმროს.

ასეთი ტიპის პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. City Heart-ის საერთო ფართი 100 000 კვ.მ-ს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება ათეულობით მილიონი ამერიკული დოლარია. კომპლექსი “ვაგზლის ბაზრობაზე” შენდება, რომლის დასრულებულ ვარიანტს მოსახლეობა სამ წელიწადში იხილავს. City Heart-ის დამფუძნებელი კომპანიები არიან: “თერგი”, "კოლხა", “ვარტელი” და “მორ ფონდი”.

ქვის ჩადების ცერემონიას დაესწრებიან: სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: City Heart-ის გენერალური დირექტორი - ბ-ნი მუხრან ბაგრატიონი, კომპანიის უცხოელი დამფუძნებლები და მთავრობის წარმომადგენლები.

მუხრან ბაგრატიონი: “ის, რაც დღეს არსებობს აღარ შეეფერება ქალაქსა და აუცილებელ სტანდარტებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, აგვეშენებინა თანამედროვე სავაჭრო-გასართობი კომპლექსი, რომელიც მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა. ასეთი რამ მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქშია, თბილისში კი მისი ანალოგი არ გვქონდა..."


საკონტაქტო პირი: თამუნა კალანდარიშვილი
“მომენტუმ ჯორჯიას” PR მენეჯერი
მობ: 899 26 37 97
ტელ: 38 83 27/25 15 00
ელ-ფოსტა:
pr@momentum.com.ge 

###

წაკითხულია: 7255