ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Evening with Kavkaz Jazz
12/06/2013

მედია ანონსი

12 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე
593 75 03 49
e-mail: kavkazjazz@gmail.com
www.kavkazjazz.com
https://www.facebook.com/KavkazJazz
https://www.youtube.com /KavkazJazzOfficial
      

Evening with Kavkaz Jazz

14 ივნისს 19:00 საათზე კაფე-რესტორან "Folk Garden"-ში გაიმართება საღამო, მიძღვნილი Kavkaz Jazz- ფესტივალისადმი.

პროგრამა შედგება კონცერტისგან, რომელშიც მონაწილეობას ქართველ მუსიკოსებთან ერთად მიიღებენ მოწვეული სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ლიტვიდან. ესენი არიან დინი ვირსალადზე (ფორტეპიანო), მაია ბარათაშვილი (ვოკალი), რეზო კიკნაზე და მისი ტრიო, მიქაელ ვოსკანიანი (თარი), რაინ სულთანოვი (საქსოფონი), რუთა დაუგირდაითე (ფლეიტა, ბანსური), რუთის გირსკასი (გიტარა, საროდი, სითარი), ETHNO JAZZ QUARTET - ირაკლი ქოიავა (უდუ, პერკუსია) და მისი მეგობრები.

საღამოს ფარგლებში გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა და ნაჩვენები იქნება რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გასული სამი ჯაზ-ფესტივალის შესახებ (რეჟისორები ირინა ხანგოშვილი (2011) და ლაშა კოტრიკაძე (2010).

Kavkaz Jazz არის ერთადერთი არაკომერციული ჯაზ ფესტივალი საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლების კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას გულისხმობს. ეს ფესტივალს გამოარჩევს სხვა კომერციული ფესტივალებისგან რეგიონში და უნიკალურობას ანიჭებს. Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება 2010 წლიდან და მას დიდი ყურადღება ექცევა მთელს რეგიონულ მედიაში. ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტის ორგანოზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია "Art Bridge".

 

 

წაკითხულია: 2313