ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
IFC და კანადის მთავრობა ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში
30/05/2013

ანონსი მედიისთვის

30 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ბარბაქაძე, IFC
 +995 32 223 43 00/01/02
TBarbakadze@ifc.org


IFC და კანადის მთავრობა ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში

 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „M²  უძრავი ქონება" იწვევენ მედიის წარმომადგენლებს ახალი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე დასასწრებად. IFC-ი, კანადის მთავრობის მხარდაჭერით, ხელს უწყობს კომპანიას „M²  უძრავი ქონება" ენერგოეფექტიანი, ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი საცხოვრებელი სახლების პროექტების განხორციელებაში. 

დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოში ურბანული ინფრასტრუქტურის გაფართოებას მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტიანი მრავალბინიანი სახლების აშენების გზით.

თარიღი:  31 მაისი, პარასკევი, 11:50
ადგილი:  სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"
ვარდების რევოლუციის მოედანი 1
გამომსვლელები:

  • თომას ლუბეკი, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში
  • გიორგი ვახტანგიშვილი, გენერალური დირექტორი, „M² უძრავი ქონება"

 

 

წაკითხულია: 1576