ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ISO სტანდარტის სერტიფიკატის მინიჭების საზეიმო ცერემონიალი
12/02/2007

ა ნ ო ნ ს ი  მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს
 
ISO სტანდარტის სერტიფიკატის მინიჭების საზეიმო ცერემონიალი

დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

13 თებერვალს, 14:00 საათზე, ბიზნესის საინფორმაციო ცენტრში (BIC – მერიის შენობა) გაიმართება “საქჰიდროენერგომშენისათვის” ISO 9001-2000 სტანდარტის სერტიფიკატის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროების, ასევე ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლები.

სს “საქჰიდროენერგომშენი” სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო-საინჟინრო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური სამუშაოებისა და სრული მართვის განხორციელებას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, წყალქვეშა და მიწისზედა გვირაბების გაყვანის, ნაპირსამაგრი და სხვა სახის ჰიდრო სამშენებლო სამუშაოების კვლევის და მოსამზადებელი საქმიანობის შესრულებისა და ზოგადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით. ამჟამად კომპანიის ყველაზე მასშტაბურ პროექტებს “ენგურჰესის” სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება და მცირე ჰესის მშენებლობა ზემო აფხაზეთში წარმოადგენენ.

“ჩვენი კომპანია დიდი ტრადიციების მქონე საწარმოა, რომელიც გასული საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ახდენდა საქართველოს მასშტაბით წარმოებული თითქმის ყველა ჰიდრო-ენერგო ობიექტის მშენებლობას. ამავდროულად, ჩვენ თანამედროვე ორგანიზაცია ვართ, რომელიც ახალი სტანდარტების შესაბამისად ახდენს ბაზრის ახალი, სულ უფრო მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. დღეს გადამწყვეტი ხარისხია. ამიტომ IშO 9001-2000 სტანდარტის სერტიფიკატის მიღება, რაც სწორედ მაღალი ხარისხის არსებობაზე მიუთითებს, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს,” აღნიშნა “საქჰიდროენერგომშენის” გენერალურმა დირექტორმა, ივანე თაბაგარმა.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
საკონტაქტო ინფორმაცია: 
საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრა“ -  თიკო მაკარიძე
ტელ: 99-94-92; 98-83-44
მობ: 8 99 42-98-40
tiko@gepra.ge

წაკითხულია: 8144