ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Keep Smiling - ბათუმში ვენეციის კონოფესტივალზე ნომინირებული ფილმისპრემიერა გაიმართება
19/09/2012
 
 

19 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის 
 
Keep Smiling

21 სექტემბერს, 22 საათზე, ბათუმში კინოთეატრ ,,აპოლოში” რუსუდან ჭყონიას ვენეციის კონოფესტივალზე ნომინირებული  ფილმის - Keep Smiling - პრემიერა გაიმართება.
 
ფილმის სიუჟეტი ეხება ათ მრავალშვილიან დედას, თითოეული თავგანწირულად იბრძვის გამარჯვებისათვის. მრავალშვლიანი დედების სილამაზის კონკურსის  მთავარი პრიზი ბინა და 25 000 ამერიკული დოლარია. 

ფილმში მედია და შოუს ორგანიზატორები თითოეული გმირის ადამიანური ტრაგედიით სპეკულირებენ. კონკურსი, რომელის დიდი იმედებით იწყებოდა  ნელ-ნელა დაუნდობელი და სასტიკ მონსტრად იქცევა.
  • Keep Smiling - სცენარს მოგებული აქვს მედიანბორდის ბერლინბრანდენბურგის ფონდის განსავითარებელი გრანტი.
  • 2007 წელს სცენარმა მოიპოვა აბუდაბის შუააღმოსავლეთის კინოფესტივალის მთავარი პრიზი.
  • 2007 წელს ბერლინალეს ტალანტ კამპუსის პროექტების მარკეტზე დასახელდა საუკეთესო სამ სცენარს შორის და მოიპოვა პრიზი.
  • Keep Smiling  არის პირველი ქართული ფილმი, რომლის სცენარიც განვითარებულია კანის კინოფესტივალის რეზიდენსის პროგრამაში.
  • ბელგრადის კოპროდუქციის მარკეტზე დასახელდა საუკეთესო აღმოსავლეთ ევროპულ პროექტად და გადაეცა გრანტი.
როლებში: ია სუხიტაშილი, გია როინიშვილი, ოლგა ბაბლუანი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, მაკა ჩიჩუა, ეკა ქართველიშვილი, ლელა მეტრეველი, ია ნინიძე, ბექა ელბაქიძე.
 
მწარმოებელი კომპანიები და პროდუსერები: Nikê studio (საქართველო რუსუდან ჭყონია) საფრანგეთი - Agat films & EX Nihilo (ნიკოლას ბლანკი) ლუქსემბურგი Samsa films (ჟანი ტილჟი) ასევე მწარმოებელი კომპანია საფრანგეთიდან ALVY PRODUCTIONS (ჰუბერ გალიარდი)  აღმასრულებელი პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა. 
 
ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და საქართველოს კულტურის და ძეგლთადაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 
 
ბათუმში კინოთეატრ ,,აპოლოში”  ფილმის ჩვენება გაგრძელდება 30 სექტემბრამდე. 2012 ოქტომბერში ფილმი - Keep Smiling - მიწვეულია აბუდაბის და ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამებში.
 
### 

საკონტაქტო პირი: რუსუდან ჭყონია 593 26 71 68

წაკითხულია: 2363