02/07/2008
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
პრესკონფერენცია თემაზე: Microsoft-ის პირველი ქართული ავტორიზებული სასწავლო ცენტრი საქართველოში
ხუთშაბათს, 3 ივლისს, 15:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში" გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: Microsoft-ის პირველი ქართული ავტორიზებული სასწავლო ცენტრი საქართველოში. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სივრცეში მოღვაწე სპეციალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკვე თბილისში გაიარონ Microsoft-ის ავტორიზებული სასერთიფიკაციო კურსები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერ კომპანია იუ-ჯი-თის Microsoft-ი ანიჭებს ავტორიზირებული სწავლების საპარტნიორო სტატუსს - Learning Solutions Competency. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქართული კომპანიის მეშვეობით მომხმარებლები მოახერხებენ ავტორიზებული სწავლების მიღებას.
სასტუმრო „თბილისი მერიოტი" (დარბაზი - ვახტანგ V)
მის: რუსთაველის გამზ.13
###