ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
NCIB გამარჯვებულ კონკურსანტებს დააჯილდოებს
04/08/2011

 მედია ანონსი

4 აგვისტო,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
მ.კოსტავას 47/57
ტელ: +995 32 219 55 55; +995 5 99 47 48 54
ელ-ფოსტა: contest@ncib.ge
ვებ-გვერდი: www.contest.ncib.ge

 

NCIB გამარჯვებულ კონკურსანტს დააჯილდოვებს

  ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი Web Marketing დასრულდა

5 აგვისტოს, 19 საათზე "ბოულინგ ცენტრალში" NCIB-ის ორგანიზებით მოეწყობა ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსის Web Marketing-ის დაჯილდოების ცერემონიალი. მოწვეული იქნებიან 50-მდე მონაწილე, მხარდამჭერი, ლობისტი და სპონსორი კომპანიები. ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოვება და იქვე მოეწყობა მინი ტურნირი ბოულინგში კომპნიის წარმომადგენლებსა და კონკურსის ფინალისტებს შორის.

კონკურსი მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში, ჩართული იყო უამრავი კომპანია, მონაწილე და ათასობით გულშემატკივარი ყოველდღიურად. ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, გახდა დიდი ინტერესის საგანი და რამდენჯერმე გაშუქდა ყველა წამყვანი ტელეკომპანიის მიერ.

კონკურსანტების 3 თვიანი დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგად, საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული - მარიამ ტალახაძე.

გამარჯვებულს NCIB გადასცემს ფულად პრემიას 5000 ლარის ოდენობით. ონლაინ მაღაზია freeshop.ge-მ სპეციალური პრიზი - Apple Mackbook დააწესა. ფინალში გასულ ხუთივე კონკურსანტს გადაეცემა სერტიფიკატები ხოლო კონკურსის მხარდამჭერი კომპანიები გამარჯვებულსა და ფავორიტ ფინალისტებს სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებენ.

კონკურსმა დაწყების დღიდანვე თანაბრად დააინტერესა და ჩააბა როგორც მონაწილე კონკურსანტები, ასევე კომპანიები, და მათი გულშემატკივრები. დარეგისტრირდა 400-მდე კონკურსანტი და დაიწერა მრავალი საინტერესო სტრატეგია 40-მდე მონაწილე კომპანიაზე. მეორე ეტაპზე გადასული ფინალისტები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ პირველობისთვის და წარმატებით ახორციელებდნენ ლობისტი კომპანიების პიარს ვებ სივრცეში.

კონკურსის საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდა მათი საკონკურსო ვებ-გვერდების რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული რეიტინგი განისაზღვრა სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლიდა კონკურსანტების საკონკურსო ქულებს:

CP=((AUV*0.3)+(PGV*0.7))/(AUV+PGV))*UV

CP-საკონკურსო ქულა (Contest Point)

AUV-უნიკალური ვიზიტორები (Absolute Unique Visitors)
PGV-გვერდების ნახვა (Pageviews)
UV-უნიკალური გვერდების ნახვა (Unique Views)


პროექტის გენერალური მედია მხარდამჭერია გაზეთი The FINANCIAL,

პარტნიორები არიან: G-Mart, Bowling Central, B-Credit, Radio Commersant,
ლობისტი კომპანიები: G-Mart, B-Credit, Campa, Borjomi

პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ NCIB-ის ვებ-გვერდიდან: www.contest.ncib.ge

 

წაკითხულია: 2556