ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
PERITUS.GE ინტეგრირებული კომუნიკაციების ბაზარზე ინოვაციურ მომსახურებას ნერგავს
17/05/2010
 

 
 
17 მაისი, 2010 წელი
დაუყონებლივი გავრცელებისათვის



მ ე დ ი ა    ა ნ ო ნ ს ი

PERITUS.GE  ინტეგრირებული კომუნიკაციების ბაზარზე  ინოვაციურ მომსახურებას ნერგავს


19 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო  "რედისონში” საკონსულტაციო ჯგუფის - “PERITUS.GE” -ს პრეზენტაცია გაიმართება. კომპანია ახლახანს ამოქმედდა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ბაზარზე და მომხმარებელს უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს. ღონისძიებას ცნობილი ექსპერტები - რამაზ საყვარელიძე, მარიკა დარჩია, ნათია კალაძე და სხვადასხვა კომპანიების პიარ მენჯერები დაესწრებიან.

“PERITUS.GE” -ს ძირითად უპირატესობას მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა წარმოადგენს. კომპანიის ვებგვერდის საშუალებით, ოფისიდან გაუსვლელად, შესაძლებელია სასურველი სერვისის არჩევა და შეძენა. გარდა ამისა, ვებგვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს, ასევე მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.

19 მაისს, “PERITUS.GE” ბიზნეს კომპანიების, არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორის წინაშე წარსდგება საკუთარი გუნდით, რომელიც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებსაც აერთიანებს. ისინი დაინტერესებულ ორგანიზაციებს პიარის, ბრენდინგის, მარკეტინგის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებს მოუმზადებენ და კონსულტაციებს გაუწევენ.

PERITUS.GE -ს მომსახურებით უკვე ისარგებლეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან ”ჯეოსელი”, ”გუდვილი”, ”VTB-ბანკი”, ”Johnson & Johnson” და სხვები. ვებგვერდზე თავისთვის საინტერესო სერვისებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც იპოვნიან .

# # #

მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი №1, სასტუმრო ”რადისონ სას ივერია”
საკონტაქტო ინფორმაცია: 8(32) 15 22 23 , 8(58) 44 55 66; info@peritus.ge, www.peritus.ge  


წაკითხულია: 3849