ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
PUBLICITY.GE - ს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა გრძელდება
08/07/2010


მედია ანონსი

8 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
+99532508444
+99593260609
maiko@publicity.ge

PUBLICITY.GE - ს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა გრძელდება

[Publicity.ge] თბილისი, 8 ივლისი, 2010 -დღეს, 8 ივლისს, 17 საათზე, ცენტრ ”ჰილსაიდ ივენთში”, პრესრელიზებისა და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო PUBLICITY.GE აწყობს შეხვედრას ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების პიარ მენეჯერებთან. 

შეხვედრის მიზანია PUBLICITY.GE - ის ახალი პროექტის "პატარა ნიუსი კომპანიის ცნობადობის სამსახურში" პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიებისთვის იმიჯისა და რეპუტაციის მართვის პროცესებში დახმარებას მედიასთან უფრო აქტიური თანამშრომლობის საშუალებით.

ახალი პროექტის პრეზენტაციამდე, გაიმართება დისკუსია თანამედროვე მედია რელიზის პრაქტიკულ დანიშნულებაზე და  მედიასთან ურთიერთობების ახალ ტენდენციებზე. პრეზეტნაციაზე ასევე მოწვეული იქნებიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაუწევენ კომპანიების პიარ მენეჯერებს PUBLICITY.GE  - ს სერვისის გამოყენების უპირატესობებზე. 

####

PUBLICITY.GE - პრესრელიზებისა და კორპორაციული სიახლეების გავრცელების პირველი სააგენტოა საქართველოში, რომელიც 2008 წელს გამოჩნდა ქართულ ონლაინ ბაზარზე. სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს კერძო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს მათი იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირებასა და კომუნიკაციური მართვის პროცესში.

მედიის დაწრება თავისუფალია. 

მისამართი: ბახტრიონის 41 (იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია)

წაკითხულია: 2907