12/10/2007
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
QUANT- პროგრამის პრეზენტაცია
16 ოქტომბერს, 19.00 საათზე სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ”ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU) გიწვევთ რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული მეთოდის QUANT- პროგრამის პრეზენტაციზე.
ღონისძიებაზე პროგრამას წარადგენენ ავსტრალიის ეროვნული ბანკის საბაზრო რისკებისა და ანალიზების რაოდენობრივი მეცნიერული კვლევების განყოფილების გამგე, პროფსორი ვოლფ ფრიშლინგი და ველინგტონის (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის სტატისტიკის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ესტატე ხმალაძე.
ღონისძიებას დაესწრებიან საბანკო, სამშენებლო, საფინანსო და საინვესტიციო სფეროს წარმომადგენლები. საკუთარ მოსაზრებას QUANT- პროგრამის მნიშვნელობაზე დააფიქსირებენ ”ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, ბიზნეს-ადმინისტრირების დეკანი თემურ ტორონჯაძე.
კვონტის პროგრამებს, რომელიც სამი ძირითადი სფეროს სინთეზს (ფინანსთა ზოგადი თეორია, მოდელირების ტექნიკა და ინფორმატიკა-პროგრამირება) წარმოადგენს პირველად საქართველოში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა გთავაზობთ. კვონტის პროგრამა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან (მათემატიკა, პროგრამირება და ფიფნანსები) და განკუთვნილია ყველა პირისთვის, რომელთაც სურთ უმოკლეს ვადაში მიიღონ პრაქტიკული მიმართულების განათლება ამ მიმზიდველ და თანამედროვე სპეციალობით.
კვონტი აბრევიატურაა ფრაზიდან – Quantitative Financial Analyst – და ნიშნავს რაოდენობრივი ანალიზის სპეციალისტს. კვონტი არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ფინანსურ ბაზრებზე და ქმნის მათემატიკურ მოდელებს იმისათვის რომ დაეხმაროს ფიფნსურ ბაზრებზე მოვაჭრეებს, რისკის მენეჯერებს ბანკებსა და სხვა ფინანსური და არაფინანსურ კორპორაციებში.
კვონტის პროგრამის ფარგლებში ინტენსიური კურსები ”ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში” ჩატარდება, რომელზეც დასწრება ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის ვიზიტი და ლექციები (რომელიც ტრადიციულად წელიწადში ერთხელ გამეორდება) მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმისათვის, რომ უნივერსიტეტში მომზადებული Qუანტ-ები საერთაშორისო დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.
###
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
საკონტაქრო პირი: მაია ტაკაშვილი
საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, მედია მენეჯერი
ტელ: 995452, 988344
ელ.ფოსტა: info@gepra.ge